სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მინისტრი დირექტორებს შეხვდა - რა საკითხებზე ისაუბრეს ხელმძღვანელებმა
28-05-2023
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საჯარო და კერძო პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა პროფესიულ განათლებაში არსებული გამოწვევები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

საუბრისას მინისტრმა პროფესიული განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით საჯარო და კერძო პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დამსწრე საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო.

გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებელთა როლის გაძლიერებაზე. კერძოდ, იმ სწრაფი მექანიზმის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს დამსაქმებლების დროულ ჩართულობას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და კოლეჯების მშენებლობის პროცესში.

როგორც მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია არსებული პრიორიტეტების გადახედვა, რათა ისინი პირდაპირ პასუხობდეს დამსაქმებლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. მისი თქმით, სამინისტრო ამ მიმართულებით, კოლეჯების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, გააგრძელებს აქტიურ მუშაობას.

გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებთან შეხვედრები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება