| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვის ინდივიდუალური ბრძანების საფუძველზე სტატუსის მინიჭება; შეჩერებულია აღნიშნულ საკითხზე მომუშავე კომისიის მუშაობაც, თუმცა საინტერესო ისაა, რატომ მიიღო ამილახვარმა ეს გადაწყვეტილება და ისიც მნიშვნელოვანია ამ ზომას დროებითი სახე აქვს თუ საბოლოო.
მინისტრმა ინტერვიუს დროს განმარტა, რომ ჯერჯერობით სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის საქმიანობა დროებითაა შეჩერებული, საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ კი მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას:
„მივიჩნიეთ, შეჩერდეს კომისიის საქმიანობა - არ გაუქმდეს, მაგრამ შეჩერდეს, რადგან ვფიქრობთ, სამართლიანი იქნება, ჯერ დავაკვირდეთ პროცესს... მასწავლებლები, ერთი მხრივ, გამოცდებს აბარებენ, გადიან ამხელა პროცესს და იღებენ სტატუსს და ამ დროს, თუნდაც დამსახურებისთვის, ამ პროცესების გვერდის ავლით, შეიძლება სტატუსის მინიჭება, უსამართლობის განცდას აჩენს.
ვმუშაობთ, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რათა კიდევ უფრო მოქნილი გავხადოთ კარიერული სქემა... კვირა არ გავა, მასწავლებლებთან არ მქონდეს შეხვედრა, რათა მათი უკუკავშირის შედეგად, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ ინტერესებშია“, - განაცხადა მინისტრმა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი