სიახლეები
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„აღმზრდელთა ნაწილი პედაგოგის სტატუსს ვერ მიიღებს, რადგან უმაღლესი განათლება არ აქვს“
03-05-2023
-
+


საბავშვო ბაღების ავტორიზაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დასრულდა პირველადი  რეგისტრაცია, რომლის ფარგლებშიც 2027 დაწესებულება, 1704 საჯარო და 323 კერძო ბაღი დარეგისტრირდა. ეს პირველი ნაბიჯია იმ მასშტაბური რეფორმისა, რომელზეც განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარი, ჯერ კიდევ კომისტეტის თავმჯდომარეობის დროს საუბრობდა. 

მართალია, განათლების მინისტრმა მუშაობა სკოლის პედაგოგებთან აქტიური კომუნიკაციით დაიწყო, თუმცა სააღმზრდელო და სკოლამდელი განათლების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე და სიახლეებზე არაფერი უთქვამს.
არადა, ერთ-ერთი საპარლამენტო გამოსვლისას, ამილახვარმა ბაღების აღმზრდელებისთვის პედაგოგის სტატუსის მინიჭებაზე განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს:

„ბაღის აღმზრდელებს რომ მივანიჭოთ მასწავლებლის სტატუსი, საჭიროა გარკვეული ბაზის შექმნა; უკვე დანერგილია და მოქმედებს რამდენიმე საბაკალავრო პროგრამა, რომელიც მოამზადებს აღმზრდელებს, ამას გარდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს საგამოცდო ტესტების შემუშავება, რათა მოხდეს მათი სტანდარტის დადგენა. ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, ისევე, როგორც სკოლის მასწავლებლების ატესტაციის პროცესი, რომელიც წლებია მიმდინარეობს; ბაზა მომზადებულია, მიდის საგამოცდო ტესტების მომზადება, რომელიც დაადგენს აღმზრდელების კვალიფიკაციას და მიანიჭებს მათ სტატუსს.

ამას მოჰყვება შესაბამისი სახელფასო პოლიტიკაც, თუმცა უკვე 2023 წლის იანვრიდან გათვალისწინებულია აღმზრდელ-მასწავლებლების ხელფასების 100 ლარით ზრდა! მესმის, ეს არაა საკმარისი, თუმცა მნიშვნელოვანია“.

რა მიმართულებით მიდის მუშაობა და რა გეგმები აქვს აწუკვე მინისტრ ამილახვარს, ბაღების მიმართულებით, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა etaloni.ge-სთან სუბრისას, მასწავლებელთა პროფკავშირის ხელმძღვანელი, მაია კობახიძე აღნიშნავს, რომ საბავშვო ბაღებში „ქაოტური მდგომარეობაა“:

„საბავშვო ბაგა-ბაღებში, შეიძლება ითქვას, ქაოტური მდგომარეობაა. მოქმედი კანონმდებლობით, სკოლამდელი დაწესებულებები ექვემდებარებიან მუნიციპალიტეტებს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვა ხორციელდება მუნიციპალიტეტების შეხედულებებით. ამას თავისი მიზეზები გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა 2016 წლის ივნისში, ერთიანი სტანდარტით საბავშვო ბაგა-ბაღების დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სახელფასო პოლიტიკა ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა.

მდგომარეობა საგანგაშოა და მოითხოვს ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ ჩარევას, კანონის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით. პარადოქსია, როდესაც ერთი და იგივე ფუნქციის შესრულებისთვის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ბაღში დასაქმებულები განსხვავებული ოდენობის ხელფასს იღებენ, რაც ბევრ შემთხვევაში საარსებო მინიმუმზე დაბალია. ჩვენ ვაყენებთ საკითხს საბავშვო ბაღებში დასაქმებულთათვის ერთიანი სახელმწიფო პილიტიკის გატარების და ხელფასის მინიმალური ზღვრული ოდენობის დაწესების შესახებ. სამწუხაროდ, არც საქართველოს მთავრობისა და არც საქართველოს პარლამენტის მხრიდან ჩვენი მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული. უფრო მეტიც, კანონის მიხედვით, საბავშვო ბაღებში უნდა შემოსულიყო აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი და უნდა განსაზღვრულიყო ამ სტატუსისთვის ხელფასის მინიმალური ზღვრული ოდენობა. ამდენი წელი გავიდა და მინიმალური ხელფასი ჯერ კიდევ არ დაწესებულა“.

მაია კობახიძე აღნიშნავს, რომ მიღებული კანონი მიშვებულია თვითდინებაზე, რის გამოც, საბავშვო ბაგა-ბაღებში მდგომარეობა არ იცვლება:

„ამის შედეგია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განვითარებული პროცესი. წალენჯიხაში, ე.წ ოპტიმიზაციის და ფინანსების დაზოგვის საფუძვლით, გაათავისუფლეს 36 აღმზრდელის თანაშემწე. ხელისუფლებიდან კი არავინ დაინტერესებულა კანონიერი იყო თუ არა წალენჯიხის მერიის გადაწყვეტილება და გაურკვევლია, რატომ? ჩვენ არ ვეთანხმებოდით წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, გვქონდა მცდელობები და შეხვედრა, რათა შეგვეჩერებინა უკანონო გათავისუფლებები, მაგრამ ჩვენი აზრი არ გაითვალისწინეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტანილი გვაქვს სარჩელი სასამართლოში გასული წლის ოქტომბერში. ველოდებით სასამართლო პროცესის დაწყებას. ამ მიმართულებითაც გვაქვს კითხვა: რატომ არ ჩაინიშნა სასამართლო, როდესაც სარჩელის შეტანიდან გავიდა რამდენიმე თვე.

ვცდილობთ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში განვახორციელოთ ადრეული და სკოლემდელი აღზრდისა და განათლების კანონის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი. მაგალითისთვის, მუნიციპალიტეტები ვალდებულნი იყვნენ შეემუშავებინათ ნორმატიული აქტები. მდგომარეობა ამ მიმართულებითაც საგანგაშოა. გამოვითხოვეთ სავალდებულო ნორმატიული აქტები და რიგმა მუნიციპალიტეტებმა საერთოდ არ გაგვცეს პასუხი. იძულებული ვართ გამოვიყენოთ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. ვინც მოგვაწოდა ზემოაღნიშნული დოკუმენტები, შეიძლება ითქვას, რომ ნორმატიული აქტების დიდი ნაწილი შედგენილია არაპროფესიონალურად, შრომის კოდექსის მოთხოვნების შეუსაბამოდ. არის კურიოზული ფაქტებიც:მაგალითად, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ძიძის და ლოგოპედის საკვალიფიკაციო მოთხოვნებში სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა და სხვა.

დადგა დრო, ხელისუფლებამ დაამყაროს წესრიგი ამ უმნიშვნელოვანესი უწყვეტი განათლების პირველი რგოლის - სკოლამდელი განათლების განვითარებისათვის.

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარობისას, დააანონსა აღმზრდელთათვის სერტიფიცირების სქემის შემუშავების საკითხი. იმედი გვაქვს, ეს დააჩქარებს აღმზრდელთათვის პედაგოგის სტატუსის მინიჭების პროცესს. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ერთეული პოლიტიკოსები და სხვადასხვა ჯგუფები დაინტერესდნენ საბავშვო ბაგა-ბაღებში შექმნილი მდგომარეობით. ჩვენ მარტო აღარ ვიქნებით, რაც დააჩქარებს მიზნის მიღწევას“, - აცხადებს მაია კობახიძე;

აღმზრდელთა სქემის შემოღების და სერტიფიცირების დაწყების შემთხვევაში, გამოცდები დაინიშნება; არადა, მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულ კადრებს არ აქვთ სათანადო განათლება, ნიშნავს თუ არა ეს, რომ სკოლამდელ დაწესებულებაში დასაქმებულ კადრებს, ვისაც შესაფერისი დიპლომი არ ექნება, გამოცდაზე არ დაუშვებენ? - მაია კობახიძე პასუხობს, რომ ამის საფრთხე ნამდვილად არის:

ბაღების თანამშრომლები ვერ აცნობიერებენ რომ სისტემურადაა საჭირო მუშაობა; ჯერ პედაგოგის სტატუსი უნდა მიიღონ, სერტიფიცირება გაიარონ, შემდეგ უნდა დაიწყოს მუშაობა ნაკლოვანებების გამოსწორებაზე, მაგრამ ვშიშობ - როგორც კი დაიწყება სერტიფიცირება, ალბათ აღმზრდელთა ნაწილი ჩამოქვეითდება; ზოგს უმაღლესი განათლება არ აქვს, მაგრამ სპეციალური განათლება აქვს და შესაბამისად ის ვერ მიიღებს მონაწილეობას სერტიფიცრებაში, რომ პედაგოგის სტატუსი მიიღოს“.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
პედაგოგის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ მისმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეს
სკოლები
მოსწავლეებმა რეალურ ცხოვრებასთან პარალელები გაავლეს და დღევანდელ ყოფაზე საინტერესოდ იმსჯელეს
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საინტერესო რესურსებიც შექმნეს
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, საკუთარი შეხედულებები დააფიქსირეს
ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლის, ანზორ იაშვილის ლექსი - „ახალი წელი სოფელში“
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება