სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა უნდა გაითვალისწინოთ ექსკურსიის დაგეგმვისას? - მასწავლებლების რჩევები
06-05-2023
-
+


სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. სკოლებში ექსკურსიებისთვის მზადება უკვე დაიწყო. ძალიან მნიშვნელოვანია, ექსკურსიის სწორად დაგეგმვა და მისი ეფექტურად ორგანიზება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დღემ ისე ჩაიაროს, რომ მოსწავლეებს არც სასიამოვნო მოგონებები დარჩეთ და არც შთაბეჭდილებები.

გადავწყვიტეთ, ექსკურსიების დაგეგმვასთან დაკავშირებით აზრი მოქმედი მასწავლებლებისთვის გვეკითხა. რას ითვალისწინებენ პედაგოგები ექსკურსიის დაგეგმვისას? რა არის მნიშვნელოვანი, რაც ყველა მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს?

ექსკურსიების დაგეგმვასთან დაკავშირებით გთავაზობთ პედაგოგების რჩევებს:

„აუცილებელია ექსკურსიების თემატურად დაგეგმვა. სასურველია, პედაგოგმა ისეთი ადგილი შეარჩიოს, რომელიც უკავშირდება შესწავლილ მასალას, რათა მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა ცხოვრებისეულ გამოცდილებას დაუკავშირონ. ექსკურსია არაა საქეიფოდ ბუნებაში წასვლა, ბევრს ჰგონია ასე. ამ ტიპის გასვლითი ღონისძიება სწორად უნდა იყოს გააზრებული მოსწავლეების და მშობლების მხრიდან“.

„პირადად მე რასაც ვაქცევ ყურადღებას, არის უსაფრთხოება. შეიძლება ძალიან მინდოდეს კლასთან ერთად რაიმეს მონახულება, მაგრამ პირველ რიგში, რასაც ვითვალისწინებ არის ის, თუ რამდენად უსაფრთხო გზაა იმ კონკრეტულ ადგილამდე, ან თავად ის ტერიტორია, სადაც მსურს წასვლა, როგორ რელიეფზეა, არის თუ არა წყალში ჩავარდნის, სიმაღლიდან გადავარდნის ან მსგავსი რამის საფრთხე. ვფიქრობ, როდესაც ბავშვებთან ერთად მიდიხარ, ამ დეტალებს უნდა აკვირდებოდე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და შემდეგ დანარჩენი“.

„ყველა კოლეგას ვურჩევ, ექსკურსიისთვის ფრთხილად შეარჩიონ ავტობუსის (ან სამარშრუტო ტაქსის) მძღოლი, არ ენდონ მხოლოდ წარდგენილ საბუთებს, გაიკითხონ და ბევრი რეკომენდაციის მიხედვით შეარჩიონ სანდო ადამიანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ თუ მძღოლი არ გამოგადგებათ, ექსკურსიის დღის გახსენებასაც არ მოინდომებთ.“

„კოლეგებს ვურჩევ, წინასწარ დაგეგმონ ექსკურსიის დღე, დასათვალიერებელი ტერიტორიები და აქტივობები, როგორ გაატარებენ ბავშვები დროს. თუ ეს წინასწარ არ დაიგეგმება, ძალიან რთული იქნება მოსწავლეების ქცევის მართვა. ამიტომ, სასურველია, მასწავლებელმა გასართობი თამაშებიც დაგეგმოს.“

„ყველას ვურჩევ, მკაცრად გააკონტროლონ, არავინ წაიღოს ალკოჰოლური სასმელი ექსკურსიაზე, არც მოსწავლემ და არც მშობელმა. არანაკლები პრობლემაა მასწავლებლისთვის ექსკურსიაზე ნასვამი მშობელი, ამიტომ უმჯობესია, პედაგოგმა ამის შესახებ ყველა წინასწარ გააფრთხილოს.“

„ექსკურსია დიდი თავის ტკივილია, მაგრამ ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკლასო აქტივობები. როგორც გაკვეთილებს ვგეგმავთ წინასწარ მასწავლებლები და ვფიქრობთ, რა აქტივობას რამდენი დრო დავუთმოთ, ასეა ექსკურსიაც. კოლეგებს ვურჩევ, ასაკის შესაბამისად შეარჩიონ ადგილმდებარეობა, სადაც წაიყვანენ ბავშვებს, მოძებნონ მშვიდი მძღოლი, წინასწარ ჰქონდეთ გათვლილი, სად რამდენ ხანს გაჩერდებიან, რა აქტივობებით დააკავებენ ბავშვებს, იყვნენ ყურადღებით, არ დაიიმედონ თავი, რომ რადგან ბავშვს მშობელი ან მეურვე ახლავს თან, მას „მიმხედავი ეყოლება“. ჩემი გამოცდილებით, მშობლებთან უფრო თამამდებიან ბავშვები, ამიტომ მეტი ყურადღებაა საჭირო“.

„ყველას ვურჩევ, შეარჩიონ ერთი სატრანსპორტო საშუალება. რამდენიმეჯერ მომიწია ექსკურსიაზე ორი სამარშრუტო ტაქსით წასვლა და ეს ნამდვილად არ იყო კომფორტული. გარდა ამისა, კოლეგებს ვურჩევ, არ დაუშვან ექსკურსიაზე ისეთი საკვების წაღება, რომელმაც შესაძლოა, ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ასევე წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული დროის რეგლამენტი, რა დროს წავლენ, რა პერიოდში რას გააკეთებენ და როდის დაბრუნდებიან.“

გაგვიზიარეთ, თქვენ რას დაამატებდით მასწავლებლების რჩევებს?


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდაჩაუბარებელ რომელ მასწავლებლებს მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება