სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სხვა სიახლეები

200 ლარს ბავშვები წელიწადში ერთხელ მიიღებენ - ვის ეხება ცვლილება ბრძანებაში
15-04-2023
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის, 2023 წლის ბიუჯეტიდან, სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, სოციალურად დაუცველი ადგილობრივი არასრულწლოვნების ის კატეგორიები, რომლებიც სახელმწიფოსგან გარკვეულ დახმარებას მიიღებენ.

ცვლილების თანახმად, ბიუჯეტიდან 420 ლარით ანაზღაურდება ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე 2-დან 17 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეთა სარეაბილიტაციო-სამედიცინო მომსახურების სახეები, როგორებიცაა: შეფასება, ქცევის თერაპია, მეტყველების თერაპია, სენსორული თერაპია, ფსიქოთერაპია, ხელოვნებით თერაპია, ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, სპეციალური პედაგოგის დახმარება.

რაც შეეხება დოკუმენტაციას, მოსარგებლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება; ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი; გ) მიმდინარე პერიოდის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV- 100/ა) შესაბამისი დიაგნოზით; დ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის ასლი; ე) ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად);

აღსანიშნავია ისიც, რომ მომსახურების ანაზღაურება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების ქირით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა თვეში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა. ქირით უზრუნველყოფის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

ამ დახმარების მოთხოვნის უფლება აქვს ბენაფიციარს, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვი/ბავშვები და მისი საცხოვრებელი სახლი არ აკმაყოფილებს უსაფრთხო და ნორმალურ საყოფაცხოვრებო პირობებს და რომელსაც არ აქვს სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი; ასევე ძალადობის მსხვერპლმა მშობელმა, რომელსაც ჰყავს არასრულწოვანი ბავშვი/ბავშვები და არ აქვს სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი.

ხოლო ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარჩენალდაკარგული 18 წლამდე პირები მიიღებენ 200 ლარს, წელიწადში ერთხელ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხეების დარგვა, მცენარეების მოვლა და გარემოს დაცვა
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება