სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სხვა სიახლეები

1500 ლარს წელიწადში ერთხელ ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ - ცვლილება
07-04-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული პროგრამით რამდენიმე კატეგორიის 18 წლამდე პირები ისარგებლებენ.

დოკუმენტის თანახმად, პროგრამა ვრცელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წლამდე ბავშვებზე როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებიდან და მათ საბიუჯეტო წლის მანძილზე, შეუძლიათ ისარგებლონ მაქსიმუმ ორი ქვეპროგრამით.

ცნობილია ისიც, რომ შეიქმნება ინტერდისციპლინური გუნდი, რომელიც კოლეგიალურად განიხილავს საკითხებს და საოქმო დადგენილების სახით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 

პროგრამით მოსარგებლეები არიან:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებიდან; ასევე სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ზრუნვის სისტემიდან გასული, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვები.

პროგრამით გათვალისწინებულია 1500 ლარიანი ფულადი დახმარება სიღატაკეში ან სხვა ტიპის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების უსაფრთხოებისა და ბაზისური პირობების გაუმჯობესების მიზნით, რომელიც შეიძლება გაიცეს წელიწადში ერთხელ.

ასევე თუ სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი (18 თვემდე ასაკის) ბავშვიანი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30 000), ბავშვის აღზრდისათვის 150 ლარის ღირებულების ჰიგიენურ საშუალებებს ყოველ თვე მიიღებენ;

წელიწადში 1000 ლარით დაფინანსდება ფიზიკური პათოლოგიის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდის შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროცედურები და ასევე ბავშვების მენტალური დიაგნოსტიკის შედეგად გამოვლენილი ნეიროფსიქოლოგიური (გარდა აუტიზმისა), ენისა და მეტყველების, ოკუპაციური/სენსორული ინტეგრაციის დარღვევებისა და ფსიქოთერაპიული კურსი;

წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი და ყველა დეტალი იხილეთ ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება