სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

242 მასწავლებელს, სპეციალურ მასწავლებელს, ადმინისტრაციის პერსონალს ტრენინგების სერია ჩაუტარდა
03-04-2023
-
+


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად საქართველოს ათ საჯარო სკოლას საგანმანათლებლო მასალა, კომპიუტერული ტექნიკა და სპეციალური ავეჯი გადაეცა. აღნიშნული ნივთები სკოლებს გაეროს ბავშვთა ფონდმა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობითა და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით წარმოებული პროექტის „ბავშვებისთვის ინკლუზიური, თანაბარი და ხარისხიანი სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემების შექმნა საქართველოში“ ფარგლებში გადასცა. პროგრამა მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას.

ათი სკოლისთვის გადაცემული ნივთები  გამოიყენება ამ სკოლებში შექმნილი რესურს-ოთახების ფუნქციური გამოყენების გასაუმჯობესებლად, რომლებიც თავის მხრივ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების განათლებაში ჩართულობის გაძლიერების მიზნით შეიქმნა. რესურს-ოთახები შესაბამისად აღიჭურვა მრავალფეროვანი ინვენტარით, ხოლო მასწავლებლებმა და სპეციალურმამასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგი განმავითარებელი და საგანმანათლებლო მასალების პრაქტიკულ გამოყენებაში ბავშვების სხვადასხვა საჭიროებისა და ინტერესის გათვალისწინებით.

რესურს-ოთახების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ჯგუფების გასაძლიერებლად და მშობლებისთვის პოზიტიურ მშობლობასა და ინკლუზიურ განათლებაზე ცნობიერების ასამაღლებლად 242 მასწავლებელს, სპეციალურ მასწავლებელს, ადმინისტრაციის პერსონალს და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენელს ჩაუტარდა ტრენინგების სერია. სკოლასა და მშობლებს შორის თანამშრომლობისა და სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობის პოზიტიური კულტურის დამკვიდრების მიზნით, სკოლებში ასევე დაარსდა მშობელთა კლუბები. გარდა ამისა, ინიციატივა ხელს უწყობს სკოლებსა და პროფესიული განათლების დაწესებულებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას შშმ და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ზოგადი განათლების საფეხურიდანპროფესიული/უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის პროცესში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება