სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლის პედაგოგები კონფერენციაზე დააჯილდოვეს - დეტალები
25-03-2023
-
+


სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, წლიური კონფერენცია-გამოფენა ჩატარდა, რომელშიც ქვეყნის ყველა რეგიონიდან 200-მდე მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე სტუმრებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. ისინი ასევე გაესაუბრნენ პედაგოგებს და გაეცნენ მათი ხელშეწყობით განხორციელებულ მოსწავლეთა პროექტებს, რომლებმაც სკოლისა და საზოგადოებისათვის დადებითი შედეგები მოიტანეს.

ამის შემდგომ ღონისძიებაზე სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომლის დაწყებამდე პედაგოგებს სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა - მარინა უშვერიძემ მიმართა:

„სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გილოცავთ პროფესიული ზეიმის დღეს. აქ მყოფმა ბევრმა თვენგანმა კარგად იცის, რომ ეს არის რიგით მე-10 წლიური ღონისძიება. ჩვენ, 2012 წელს პირველად ჩავატარეთ პირველი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა კონფერენცია-გამოფენა. ეს დღე განსხვავდება მაშინდელი ღონისძიებებისგან, ვიზიარებ თქვენს სიხარულს, ვიცი, რამხელა გზა გამოიარეთ და რამხელა წარმატებას მიაღწიეთ საქართველოში. აქ შეკრებილ ადამიანებს აერთიანებს ერთი მიზანი - ისინი ენთუზიაზმით, დიდ შრომას დებენ ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაში სამოქალაქო ღირებულებების განმტკიცების საქმეში“.

კონფერენციაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ პედაგოგების ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთათვის საგნების ერთმანეთთან დაკავშირებასა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ერთობლივ მუშაობას პროექტებზე:

„სამოქალაქო განათლება არ უნდა იყოს ცალკე განყენებული საგანი, არც ერთი საგანი უნდა ისწავლებოდეს ასე... მოსწავლემ უნდა შეძლოს და დაინახოს კავშირი საგნებს შორის. ჩვენ გვინდა, რომ ნებისმიერი საგანმანათლებლო პროდუქტი, სასარგებლო იყოს, საგანმანათლებლო პროცესში აუცილებელია რაიმეს შექმნა... როცა ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერია, ვერავინ მართავს მას, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს შრომა ვასწავლოთ. უნდა დავსვათ კითხვა - რამდენად ვამზადებთ მოსწავლეებს მომავალი ცხოვრებისთვის? ვუვითარებთ თუ არა მათ შრომის უნარს?!“

მასწავლებლის სახლის დირექტორმა ასევე დასძინა, რომ შეიქმნა სატრენინგო მოდულები, შეირჩა 20 საპილოტე სკოლა და შედეგად, ეროვნულ სასწავლო გეგმის დანერგვაში ცოდნა შეჯამდება კონკრეტული პროექტების კეთებით, სადაც საგნების გაერთიანებით, მეხუთე და მერვეკლასელები ერთად იმუშავებენ.

პედაგოგებს წარმატებები უსურვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ ჩიქობავამ. მან აღნიშნა, რომ სამოქალაქო განათლება პრიორიტეტია სამინისტროსთვის:

„დღეს, როდესაც მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა გვაქვს, პრაქტიკულად, ყველა საფეხურზე, სამოქალაქო განათლება, ინტეგრირებული ფორმით თუ დამოუკიდებელ საგნად, საკმაოდ ინტენსიურადაა წარმოდგენილი...ამ მხრივაც ჩანს რამდენად მნიშვნელოვანია ეს საგანი სახელმწიფოსთვის. წელს მე-10 კლასში განახლებული სტანდარტი ჩაეშვა... მიზნები იგივე რჩება,  თემატიკაშია ცვლილება და მეტი აქცენტი კეთდება გლობალიზაციასა თუ გლობალურ მოქალაქეობაზე“.

ჩიქობავამ სკოლების ავოტირზაციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს ეს პროცესი. 

ღონისძიებაზე სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგები სხვადასხვა ორგანიზაციამ სეტიფიკატებითა და პრიზებით დააჯილდოვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება