სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დისტანციური საპილოტე სკოლის მასწავლებლებისათვის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
13-11-2016
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლის მასწავლებლებისათვის შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

ცენტრმა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამის ფარგლებში შეიმუშვა ქვეპროგრამა „ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლა“, რომლის ფარგლებშიც კონკურსით შერჩეული მასწავლებლები საპილოტე გაკვეთილებს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის ჩაატარებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვნად მიიჩნია საფუძველი ჩაუყაროს დისტანციური სწავლების პროგრამას. პროგრამა უახლეს დიდაქტიკურ პრინციპებზე დაყრდნობით იმუშავებს და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით ხელმისაწვდომი იქნება უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის. აღნიშნული ხელს შეუწყობს ქართული ენისა და კულტურის გავრცელებას და უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისათვის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.

შერჩევის კრიტერიუმები:
• ქართულის, როგორც მეორე ენის, ან ქართულის, როგორც მშობლიური ენის მოქმედი მასწავლებელი (უპირატესობა მიენიჭებათ საჯარო სკოლის პედაგოგებს).

• მასწავლებელი უნდა ფლობდეს თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (უპირატესობა მიენიჭებათ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის ისტ-ტრენინგების პროგრამის სერტიფიკატების მფლობელებს).

• მასწავლებელი უნდა ფლობდეს საპილოტე ჯგუფის მოსწავლეების ენას (ინგლისური) სასაუბრო დონეზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება