სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლაში გაჩენილმა ხანძარმა 3 ოთახი და კომპიუტერები დააზიანა - რა მოხდა ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში
21-03-2023
-
+


ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ოთახი დაზიანდა. როგორც etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორმა ლალი გულედანმა განაცხადა, ხანძარი 20 მარტს, საღამოს ათ საათზე გაჩნდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ინფრასტრუქტურა და კომპიუტერული ტექნიკა. გაკვეთილები დღეს არ ჩატარებულა, მაგრამ კოლექტივის დახმარებით სკოლა უკვე მოწესრიგდა და მოსწავლეები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ხვალიდან, 22 მარტიდან დაუბრუნდებიან. 

„ხანძარი სავარაუდოდ იატაკის ღრიჭოში ჩავარდნილმა ნაკვერჩხალმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა რომ სასწავლო პროცესის ბოლოს, სანამ სახლში წავიდოდი ყველა ოთახი შევამოწმე და არც კვამლი იყო სადმე, არც სუნი, სავარაუდოდ გვიან გაღვივდა ნაკვერჩხალი და იმან გააჩინა ხანძარი. საერთო ჯამში სამი ოთახი დაზიანდა, ერთი საკლასო ოთახი, რესურსოთახი და ისტ.-ის კაბინეტი. ყველამ თავდაუზოგავად იმუშავა, სახანძრომ, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ხანძარი მალევე ლიკვიდირდა. დღეს დილიდან მთელი კოლექტივი ჩართული იყო სკოლის მოწესრიგებაში, სასწავლო პროცესი არ ჩატარებულა, თუმცა ხვალიდან სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - გვითხრა სკოლის დირექტორმა ლალი გულედანმა. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, დარეჯან ნიგურიანსაც დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა რომ ინფორმაცია სკოლის დაზიანების შესახებ უკვე გადაგზავნილია სამინისტროშიც და ინფრასტრუქტურის სააგენტოშიც და იმედი აქვს უახლოეს პერიოდში დაიწყება სკოლის სარემონტო სამუშაოები.

„დირექტორთან უკვე მქონდა შეხვედრა დილით, ფოტოებთან ერთად წერილები გავაგზავნეთ განათლების სამინისტროშიც და ინფრასტრუქტურის სააგენტოშიც. დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა თუმცა ხვალიდან უკვე ჩვეულ რეჟიმში განახლდება სწავლა რადგან მხოლოდ 3 ოთახია დაზიანებული. საკლასო ოთახი, რომელიც დაზიანდა უკვე გადატანილია სხვა ოთახში. რესუსოთახი დროებით სკოლის სააქტო დარბაზში განთავსდება, ხოლო კომპიუტერებს დირექტორის კაბინეტში განათავსებენ. ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება სწავლა, გაცდენილი დრო კი შაბათს აღდგება, აღნიშნულის შესახებ უკვე ინფორმირებულია სამინისტროც", - განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება