| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს, თამარ მახარაშვილს მოუსმინეს, რომელმაც სამინისტროს მიერ 2022 წელს განხორციელებულ აქტივობებსა და 2023 წელს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა.
თამარ მახარაშვილმა განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე, დარგობრივ სამინისტროებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებებზე და განათლების სხვადასხვა საფეხურზე მოსწავლე-ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და ამ კუთხით მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებებზე ისაუბრა.
შეკითხვების ნაწილი ასევე შეეხებოდა სკოლების ინფრასტრუქტურას და მათ რეაბილიტაციას, სკოლებში სამედიცინო ოთახების მოწყობის საკითხებს, ახალგაზრდული სივრცეების შექმნის და მათ ხელშეწყობის საჭიროებებს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრების შეკითხვებთან ერთად, მოსწავლეების, მოხალისეების, სკოლის თვითმმართველობების წარმომადგენლების და კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა მინისტრის პირველ მოადგილეს დეტალური ინფორმაციის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სხდომაზე მოსმენილი ანგარიში საჯარო უნდა იყოს ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც ახალგაზრდებთან აქვს შეხება.
მისი თქმით, ასეთ სეგმენტს როგორც მოსწავლე-ახალგაზრდები, ასევე მათი მშობლები, მასწავლებლები და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები წარმოადგენენ, რომლებსაც სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი