სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხავეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
08-03-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარების მიზნით არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც მოზარდების მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის, 27 თებერვალს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში  ჩატარდა ინტელექტუალური თამაში, რომელიც მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 

თამაშში მე-8-მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

თამაშს ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის მასწავლებელი გოჰარიკ მარგარიანი.

თამაშის წესი კი შემდეგი იყო: ყველა საგნის კითხვებზე პასუხის გაცემა, მათ შორის, კლასგარეშე ინტელექტუალური კითხვების გააზრება.

თამაშში მონაწილეობდა სამი ჯგუფი, ყველა ჯგუფს თავისი სახელწოდება ჰქონდა.

მოსწავლეები აქტიურად და ლოგიკურად აზროვნებდნენ ერთი წუთის განმავლობაში. 

სხვადასხვა საგნის პედაგოგებიდან შეირჩნენ ჟიურის წევრები, რომლებმაც პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული ჯგუფები გამოავლინეს. 

სკოლის დირექტორმა ნორაირ აკოპიანმა ყველა მონაწილეს გადასცა სიგელი, ჯგუფის კაპიტნებს კი მედლები. გამარჯვებულ ჯგუფს გადასცა თასი.

თამაშს სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება