სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა სახის მხარდაჭერა შეიძლება გაუწიონ მასწავლებლებს მოსწავლეთა მშობლებმა?
28-02-2023
-
+


მასწავლებლები ყოველდღიურად უდიდეს ენერგიას ხარჯავენ იმისთვის, რომ მომავალ თაობას განათლება მისცენ. ეს პროცესი მარტივი ნამდვილად არ არის, ის გამოწვევებითაა სავსე, რასაც პედაგოგები, უმეტესწილად, წარმატებით უმკლავდებიან. იმისთვის, რომ მასწავლებლებმა თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ, საზოგადოების, უპირველეს ყოვლისა კი მოსწავლეთა მშობლების მხარდაჭერა სჭირდებათ.

საკითხზე თუ რა სახის მხარდაჭერის აღმოჩენა შეუძლიათ მშობლებს, პედაგოგების ნაწილი ხშირას საუბრობს. ამაზე საკუთარ აზრს გამოთქვამენ ფსიქოლოგები და დარგის ექსპერტებიც. ჩვენ სწორედ ერთ-ერთ მოსაზრებას გთავაზობთ.

თავდაპირველად, უნდა ითქვას, რომ როდესაც სასწავლო პროცესში მშობლები ერთვებიან და ინტერესდებიან, ეს მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.

როგორ უნდა დაუჭირონ მოსწავლეთა მშობლებმა მხარი მასწავლებლებს?

  • მშობლებმა შვილებს სკოლის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება უნდა ჩამოუყალიბონ

მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა, შვილების თვალწინ, მასწავლებლებსა და სკოლაზე პატივისცემით ისაუბრონ. ასე ბავშვებსაც დადებითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდებათ, რაც პედაგოგებისთვის დიდი მხარდაჭერაა. 

  • ისინი მოსწავლეების სასწავლო პროცესით უნდა დაინტერესდნენ
როდესაც მშობელმა იცის, თავისი შვილი რას სწავლობს, უკეთ დაეხმარება დავალების მომზადებაში. გარდა ამისა, იცის, თუ რა აქვს მეორე დღისთვის გაკვეთილად და ყურადღებით იქნება, რათა ბავშვი სკოლაში მომზადებული წავიდეს. ამას ორმაგი სარგებელი მოყვება, ერთი ის, რომ მოსწავლე საკითხს მაშინვე კარგად აითვისებს და მეორე - მასწავლებლის ენერგიაც დაიზოგება. 

  • მოსწავლეთა მშობლები პედაგოგებს ხშირად უნდა დაუკავშირდნენ
მასწავლებლებისთვის ხშირი კონტაქტიც მხარდაჭერაა, რადგან ხედავს, რომ მშობელი დაინტერესებულია და მის შრომას აფასებს. მეორე მხრივ, აუცილებელია, რომ მშობლებმა პედაგოგებს სწორი საკონტაქტო ინფორმაცია მიაწოდონ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, დაკავშირება შეძლონ. თუ მოსწავლის მშობელი ტელეფონის ნომერს შეიცვლის, ამის შესახებ მასწავლებელი უნდა გააფრთხილოს. 

  • მშობლებმა მასწავლებლებს უნდა აგრძნობინონ, რომ პატივს სცემენ
უდიდესი მხარდაჭერა სწორედ ესაა. სტრესულ, გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოში, პედაგოგმა უნდა იგრძნოს, რომ მას პატივს სცემენ და ხედავენ, თუ რამდენს აკეთებენ თითოეული მოსწავლის განვითარებისთვის.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება