| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინი მაისურაძე ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოა და დედასთან ერთად თელავში ცხოვრობს. 2009 წლიდან, ნინიმ თელავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დაიწყო სწავლა. 2015 წლამდე მას ეტლი არ ჰქონდა და დედას ხელში აყვანილი დაჰყავდა სკოლაში.
2017 წელს, სკოლა, სარეაბილიტაციო სამუშაოების, ახალ შენობაში გადავიდა, რომელიც ნინის სახლიდან შორს მდებარეობდა. სკოლამ მოსწავლეების გადასაყვანად სატრანსპორტო მომსახურების სერვისი შექმნა. თუმცა, სატრანსპორტო სერვისის შერჩევისას, სამინისტრომ და სკოლამ, ნინის საჭიროებები არ გაითვალისწინა და ტრანსპორტი მისი ეტლისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა.
ნინი სკოლის გარეშე დარჩა. ტრანსპორტის არქონის გამო, ნინის დედა იძულებული გახდა დათანხმებოდა ბავშვის ჩართვას შინ სწავლის პროგრამაში, თუმცა, მალევე აღმოაჩინა, რომ იძულებითი შინ სწავლება ნინისთვის, მთელი წელი სკოლიდან გარიყვის და მეგობრების გარეშე დარჩენის ტოლფასი იყო.
14 წლის ნინიმ და დედამ, სკოლაში დასაბრუნებლად, სამართლებრივი ბრძოლა დაიწყეს. ადაპტირებული ტრანსპორტის გამოყოფის მოთხოვნით, ნინის დედა წერილებს წერდა სკოლას და განათლებისა სამინისტროს. თუმცა, უშედეგოდ.
საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR”, ჩაერთო და ნინის შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით, თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართა. ნინი და PHR- სასამართლო პროცესებზე ერთად ამტკიცებდნენ, რომ:
ნინი თავად გამოდიოდა სასამართლო პროცესებზე და აქტიურად იცავდა თავის და სხვა ბავშვების უფლებებს (ნინის არგუმენტები პროცესზე). 
თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:
სამწუხაროდ, თელავის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნინო მაისურაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა (მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძე):
თელავის სასამართლოს განმარტებით:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
ნინიმ და PHR-მა, თელავის სასამართლოს გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
მიუხედავად სიშორისა, ნინი ყველა სასამართლო პროცესზე ან უშუალოდ ჩამოდიოდა ან ტელეფონის საშუალებით ესწრებოდა და მონაწილეობდა.ნინი აქტიურად მიმართავდა მოსამართლეებს და უხსნიდა რას განიცდიდა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის გამო, მას სკოლაში სიარული აღარ შეეძლო. მოსამართლეები, ნინის ყველა პროცესის განმავლობაში ყურადღებით უსმენდნენ და ფაქტობრივად არ აწყვეტინებდნენ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 14 თებერვალს, ახალი გადაწყვეტილება გამოიტანა და თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებით დაადგინა შშმ ნიშნით დისკრიმინაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან. სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. (ადმინისტრაციული კოლეგია: მოსამართლე მარიამ ცისკაძე, მოსამართლე შოთა გეწაძე, მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე).
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნინის პირველი სიტყვები იყო: „დავმუნჯდი, ისეთი ბედნიერი ვარ. ვერ ვსაუბრობ“.
ინფორმაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქვეყნებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ