სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

არდადეგებზე ერიცხებათ თუ არა ხელფასი სკოლის დამლაგებლებს? - დეტალები
12-03-2023
-
+


სკოლაში ჯანსაღ სასკოლო გარემოს არამხოლოდ დირექცია და პედაგოგები, არამედ სხვა თანამშრომლებიც, მათ შორის, დამლაგებლები ქმნიან. ისინი სკოლის სისუფთავეზე ყოველდღიურად ზრუნავენ, თუმცა  ამ ყველაფერის ფონზე მათი ანაზღაურება დაბალია;

ამაზე etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორებსაც უსაუბრიათ. ისინი ამბობენ, რომ დაბალი ხელფასის გამო დამლაგებლის კადრის მოძიება უჭირთ ხოლმე. 

დასაქმების მსურველთ აინტერესებთ, დამლაგებლები ხელფასს მაშინაც იღებენ თუ არა, როდესაც სასკოლო არდადეგებია. 

მინისტრის ბრძაბენაში - საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე, წერია, რომ პედაგოგებს ანაზღაურებას არდადეგების მიმდინარეობისასაც ერიცხებათ.

„მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში უნარჩუნდება ამ დანართით დადგენილი წესით გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება“,- ვკითხულობთ ბრძანებაში.

ჩვენ იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაა დამლაგებლების შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე დავუკავშირდით.

„ეს არის თანამდებობრივი სარგო, რომელიც ყოველ თვე ჩვეულებრივად ერიცხებათ. თუ რაიმე განსხვებულია, ეს ხელშეკრულებაშიც იქნება ჩადებული, ისე ყოველთვიურად ირიცხება“,- განგვიმარტეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება