სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ არის სასწავლო პროცესში ვიზუალური რესურსების გამოყენება აუცილებელი?
07-02-2023
-
+


თანამედროვე სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს მოითხოვს, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება საშუალება, მიიღოს და გამოავლინოს ცოდნა იმ გზით, როგორითაც გაუმარტივდება.

მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომაზე საუბარია მესამე თაობის  ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც, სადაც განმარტებულია, რომ ყველა მოსწავლე არის უნიკალური თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, შესაძლებლობებით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს სწავლა-სწავლების დროს.

სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მასწავლებელმა სასწავლო პროცესში უნდა გამოიყენოს როგორც ვერბალური რესურსი (სიტყვიერი ინსტრუქცია, განმარტება), ასევე ვიზუალური (ნახატი, ფოტო, ვიდეო...).

ვიზუალური რესურსები მნიშვნელოვანია, რადგან ინფორმაციის უმეტესი ნაწილი სწორედ მხედველობით აღიქმება. ისეთი მასალები როგორიცაა ფოტო, ვიდეო, ნახატი, გრაფიკა, საშუალებას იძლევა, ახსნილი მასალა მოსწავლეებმა მარტივად აღიქვან.

ვიზუალური რესურსების გამოყენება არათუ სასურველი, აუცილებელიც კია ისეთ კლასებში, სადაც სმენის დარღვევის ან დასწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეები სწავლობენ, რადგან ასეთ ბავშვებს უჭირთ მოსმენილის გაგება და აღქმა.

მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ბეჭდური სახით მიღებული ინფორმაცია ყველა მოსწავლისთვის თანაბრად გასაგები არაა. როგორც წესი, სახელმძღვანელოებში დიდი ნაწილი სწორედ ტექსტებს ეთმობა. ამ სახის ინფორმაციის მიღება კი გაუჭირდება ბავშვს, რომელმაც კითხვა გამართულად არ იცის ან წაკითხულიდან აზრი ზუსტად ვერ გამოაქვს. მხოლოდ ტექსტებზე მუშაობა რთულია მცირედმხედველი მოსწავლეებისთვისაც.

სასწავლო გარემო რომ ყველა მოსწავლეზე იყოს მორგებული, ამისთვის საჭიროა, მათ ისეთი რესურსები შევთავაზოთ, როგორითაც მასალას უკეთ აღიქვამენ. მაგალითად: ტექსტის გარდა, ფოტო, ვიდეო, ანიმაცია, დიაგრამა, ილუსტრაცია, კომიქსი, ცხრილი და სხვა.

მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ კლასში არიან მოსწავლეები, რომლებსაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ და მათთან მხოლოდ ვიზუალური რესურსების გამოყენება არ კმარა, ასეთ ბავშვებს უნდა შევთავაზოთ ალტერნატიული სასწავლო მასალაც, რომელშიც გამოყენებული იქნება დიდი ზომის მკვეთრი შრიფტი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება