სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ უნდა უპასუხონ პროფესიონალმა მასწავლებლებმა მშობლების უსამართლო კრიტიკას - რჩევები პედაგოგებს
05-02-2023
-
+


რთულად მოიძებნება მასწავლებელი, რომელთანაც მოსწავლის მშობელს პრეტენზია ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ჰქონია. 

მათი კრიტიკა ძირითადად, შეიძლება სწავლების მეთოდებს, მოსწავლეების მიმართ დამოკიდებულებასა და დავალებებს ეხებოდეს. ხშირად მსგავსი პრეტენზიები უსაფუძვლოა და მშობლები ვერ ხვდებიან, რეალურად რა არის პრობლემა. ამ დროს ვითარება მასსა და პედაგოგს შორის ვითარება იძაბება ხოლმე. 

მნიშვნელოვანია, თითოეულმა პედაგოგმა იცოდეს, თუ როგორ მოიქცეს მშობლის უსაფუძვლო კრიტიკის საპასუხოდ. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია და შესაბამის რეკომენდაციებს გიზიარებთ.

პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ საუბარი ბავშვსა და მის ინტერესებს ეხება

რა მძიმე საუბარიც უნდა გქონდეთ მშობელთან, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მისი საგანი ბავშვია. ხშირად მსგავსი საუბრები ძალაუფლებისთვის ბრძოლაში გადაიზრდება ხოლმე - პედაგოგი ამას უნდა მოერიდოს. საკუთარ თავს გაუმეორეთ, რომ მოსწავლის საუკეთესო ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოთ და ეს მშობელსაც აუხსენით.

მსჯელობის საგანს არ გასცდეთ

ემოციური საუბრისას ხდება ისე, რომ ძირითადი სათქმელი იკარგება ხოლმე. ეცადეთ, მთლიანად პრობლემაზე ორიენტირდეთ, მას არ გასცდეთ და სხვა ტიპის საუბრისგან თავი შეიკავოთ. ვითარების დასტაბილურიების შემდეგ მიხვდებით, რომ მსგავსი მიდგომა თქვენც გამოგადგათ და მშობელსაც.

ყოველთვის სიმშვიდე შეინარჩუნეთ

მოსწავლის მშობლის წამოყენებული პრეტენზია რაც უნდა გამაღიზიანებელი და უსაფუძვლო იყოს, მაინც ეცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საკითხს ცივი გონებით შეხედოთ. აუცილებელია, მხოლოდ პრობლემასა და მისი გადაჭრის გზებზე ფოკუსირდეთ. თქვენი საქციელით მაგალითი მშობლესაც შეიძლება მისცეთ.

აუხსენით, რომ მათი გესმით

მშობლები ცდილობენ, რომ შვილებს ყველაფერი საუკეთესო მისცენ, ეს ეხება განათლებასაც. შესაბამისად, ისინი პედაგოგებს ძალიან მაღალ სტანდარტებსა და მოთხოვნებს უყენებენ. აქვთ არასამართლიანი პრეტენზიებიც. მასწავლებელმა მათ სათქმელს მთლიანად უნდა მოუსმინოს, შემდეგ ვითარებაში გაარკვიოს. შეუძლია მსგავსი ფრაზებიც უთხრას: „ვგრძნობ, რომ ნაწყენი ხართ“, „ვხვდები, რომ ეს საკითხი ძალიან გაღელვებთ“.

შენიშვნის მისაღებად მზად იყავით

რეალობას შეიძლება ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამდეს. მშობლებმა სკოლის შესახებ ხშირად მხოლოდ ის იციან, რასაც შვილები უყვებიან. თუ მშობელმა დაგირეკათ და გითხრათ, რომ პრეტენზია აქვს, საქმიანად მოუსმინეთ, ასე დაინახავთ თუ რაშია პრობლემა. ხდება ისეც, რომ ზოგჯერ მოსწავლე მასწავლებლის მიმართ უარყოფითად განეწყობა და მშობლებსაც არასწორი წარმდგენა ექმნებათ. ამ დროს მათ ძალიან წყნარად აუხსენით ვითარება.

გამოსავლის მოსაძებნად მშობელთან ერთად იმუშავეთ

ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მშობელმა და პედაგოგმა შესაძლოა ვითარებიდან გამოსავალი ერთად იპოვონ. კრიტიკის მოსმენის შემდეგ, მშობელს სთხოვეთ გითხრათ რაში ხედავს გამოსავალს, გაგიზიაროთ საკუთარი ხედვა. მართალია, ეს ზოგჯერ ურთულესია, მაგრამ თქვენ მაინც შესთავაზეთ და ყველანაირად ეცადეთ, გამოვიდეს.

მიუკერძოებელი ადამიანის აზრი მოისმინეთ

როდესაც მშობლებთან საუბარი ძალიან რთულდება, მასში მესამე პირი ჩართეთ. ისეთი ადამიანი, რომელიც მიუკერძოებელი იქნება და ბრმად არც ერთის არგუმენტს არ გაიზიარებს.

ბოლოს, ყველაფერზე კარგად დაფიქრით და გაანალიზეთ

მოსწავლის მშობელთან შეხვედრის შემდეგ, გაიხსენეთ ყველა საკითხი, რაზეც ისაუბრეთ. იფიქრეთ, ხომ არ შეგეძლოთ სხვანაირად მოქცეულიყავით და თუ უკეთეს გამოსავალს იპოვნით, იმოქმედეთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება