სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სიახლეების არ მეშინია“- ლეილა დუმბაძე, ფერიის საჯარო სკოლის დირექტორი
31-01-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის დირექტორი საკუთარ საქმეზე შეყვარებული ხელმძღვანელია. ლეილა დუმბაძე სიახლეებს არ უშინდება და წინსვლაზეა ორიენტირებული. როგორც თავად აღნიშნავს, მისი ბავშვობის ოცნება იყო გამხდარიყო დაწყებითი კლასების მასწავლებელი.

გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ფერიის საჯარო სკოლის დირექტორ ლეილა დუმბაძესთან. 

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- როგორ დავახასიათებდი საკუთარ თავს, ვიტყვი, რომ ვარ პოზიტიური, სიახლეების არ მეშინია, და რაც არ უნდა მოხდეს ახლიდან ვიწყებ ყველაფერს.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ვყოფილიყავი დაწყებითი კლასების მასწავლებელი.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ?
- მოთმინება, სიფრთხილე... მოვლენების ანალიზის შედეგად მომავლის პროგნოზირება.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- მე, ყველა ჩემს კოლეგას ერთნაირად ვცემ პატივს დიდსაც, პატარასაც, უმცროსსაც, უფროსსაც. გამორჩეულად ვინმეს დასახელება გამიჭირდება, რადგან თითოეულ კოლეგაში სამაგალითო თვისებებს ვპოულობ.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- წლებთან ერთად მოტანილი გამოცდილება გვცვლის ნელა-ნელა, ერთბაშად არაფერს შევუცლივარ.

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- სწავლა! სიყვარული! სიკეთის კეთება! არასწორი საქციელის სინანული! „სიმართლე მხოლოდ ის არის, რაზეც არ ლაპარაკობენ“.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
- რომელია უარესი: მარცხი თუ არასოდეს მცდელობა?

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება