სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

უმაღლესი განათლება დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში
06-01-2017
-
+


დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო რგოლი, ისტორიულად ოთხი ნაკადის სახით ჩამოყალიბდა:

I ნაკადი – ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტები (XI-XII საუკუნეების მიჯნა).

II ნაკადი – XIX საუკუნის ეპოქის შესატყვისად ინსტიტუციური ბაზრის შესაბამისი დარგობრივი 
სპეციალისტების მომზადების საჭიროება ე.წ. “წითელაგურიანი უნივერსიტეტები”.

III ნაკადი – XX საუკუნის 60 წლებში დაარსებული უნივერსიტეტები. ბაზრის მრავალფეროვანი დაკვეთა, საზოგადოების მხრიდან მზარდი მოთხოვნილება უმაღლეს განათლებაზე.

IV ნაკადი – პოლიტექნიკური სასწავლებლები, რომლებმაც 1992 წელს მოიპოვეს უნივერსიტეტის სტატუსი.

1992 წლის დადგენილება – “შემდგომი და უმაღლესი განათლების დაწესებულებების შესახებ”  ინგლისსა და უელსში უმაღლესი განათლების ყველა დაწესებულებას აძლევს უფლებას თავის დასახელებაში შეიტანოს სიტყვა “უნივერსიტეტი”. 

ეს უფლება ყველა პოლიტექნიკურმა სასწავლებელმა გამოიყენა. მომავალში, უმაღლესი განათლების ახალ დაწესებულებებს დასახელების შერჩევისას სიტყვა “პოლიტექნიკუმი” არ მიენიჭებათ.

ამგვარად, შეიქმნა უმაღლესი განათლების უნიფიცირებული სისტემა (Unified system). მიუხედავად ამისა, საუნივერსიტეტო სექტორი (ლიტერატურული წყაროებიც), ტრადიციულ უნივერსიტეტებსა და ყოფილ პოლიტექნიკურ სასწავლებლებთან მიმართებაში, კვლავ იყენებს სიტყვებს “ძველი” და “ახალი უნივერსიტეტი”.

საუნივერსიტეტო სექტორის გარდა არსებობს სხვა სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას იძლევიან.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება