სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის მიიღებენ წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებს - სამინისტროს განმარტება
31-01-2023
-
+


2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები კვლავ დაპირებული კომპიუტერების მოლოდინში არიან. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, etaloni.ge დაუკავშირდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კითხვით: 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს როდის გადაეცემათ დაპირებული კომპიუტერები? - თუმცა სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა, რადგან თავადაც არ იციან კონკრეტული ვადები.

„ჯერ ზუტად ვერ გეტყვით, ჩვენც ველოდებით, როდის მოგვაწვდიან ამ კომპიუიტერებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ 2022-2023 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს კომპიუტერების გადაცემა. როგორც კი კომპანიები მოგვცემენ, რესუსცენტრებისაც გადავცემთ“, -  ასეთია ოფიციალური უწყების განმარტება.

აღსანიშნავია, რომ საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით წარჩინებული მოსწავლეებისათვის საჭირო 5 567 ცალი პორტაბელური (ლეპტოპები) კომპიუტერი შეისყიდა.

შეგახსენებთ, რომ საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები მე-7, მე-8, მე-9 კლასებში მიღებული ქულათა დამრგვალების შედეგად ვლინდებიან. აღნიშნულ კლასებში მიღებული ქულების დამრგვალების შემდგომ მათი ქულათა ჯამი უნდა იყოს 10, რათა მათ წარჩინებული მოსწავლის სტატუსი მოიპოვონ და სამინისტროსგან პორტატული კომპიუტერი მიიღონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება