სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

„მასწავლებლების 10% კიბერბულინგის მსხვერპლია“ - კვლევა გერმანიაში
15-01-2023
-
+


გერმანელი მასწავლებლების 10% კიბერბულინგის მსხვერპლია - ამის შესახებ „კიბერბულინგის საწინააღმდეგო ალიანსის“ თავმჯდომარემ უვე ლისტმა განაცხდა და საკუთარი კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა ინტერნეტში ჩაგვრას ეხება. 

მან საზოგადოებას ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სკოლებში ყურადღება უნდა გამახვილდეს ორი მიმართულებით - პირველ რიგში ეს არის კიბერბულინგი მოსწავლეთა შორის. ლისტის თქმით, კვლევის შედეგებით, ეს პრობლემა ძალიან გავრცელებულია. ინტერნეტში ჩაგვრას გერმანელი მოსწავლეების 20% განიცდის. 

მეორე, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ინტერნეტში მასწავლებელთა ბულინგს. კვლევამ აჩვენა, რომ პედაგოგთა 10% კიბერჩაგვრას განიცდის ან უკვე განუცდია. ამასთან, ადრესანტი შესაძლოა იყოს, როგორც მოსწავლე ისე კოლეგა.  

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, კიბერბულინგი ბევრ სკოლაში აღიქმება, როგორც უმნიშვნელო უფლებადარღვევა, დამნაშავეებს კი ყოველთვის არ ეძებენ, რადგან ამის გაკეთება ხშირად ძალიან რთულია.

ლისტი დარწმუნებულია, რომ ამჟამად, პრევენციული სამუშაოებისთვის, რომელსაც ინტერნეტში ბულინგის შემთხვევების შემცირირება შეუძლია, ცოტა ძალისხმევა იხარჯება. ექსპერტს თქმით, ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე. 

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში, იდარ-ობერშტეინის (ქალაქი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რაინლანდ-პფალცის მხარეში)​ პოლიციამ გამოძიება დაიწყო ორი მოსწავლის წინააღმდეგ, რომლებიც შეურაცხყოფას მასწავლებლებს აყენებდნენ. პოლიციის ინფორმაციით, სულ კიბერბულინგით შვიდი ადამიანი დაზარალდა - ამის შესახებ გამოცემა SWR წერს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება