სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გპფ-ს ვიზიტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელთან
13-12-2022
-
+


გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის წარმომადგენლები და მასწავლებლის ეროვნული კონკურსის ორგანიზატორები, ჯილდოს მფლობელ ვალერი შავაძეს სოფელ მეკეიძეებში ეწვივნენ.

ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი და განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე იმ სკოლას ესტუმრნენ, სადაც როლანდი საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. სტუმრები გაეცნენ მაღალმთიანი სოფლის სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მასწავლებლისგან მოისმინეს ის საინტერესო მიდგომები და სიახლეები, რასაც ჯილდოს მფლობელი ნერგავს მცირეკონტიგენტიან სკოლაში.

კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული როლანდ შავაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია. სკოლაში მუშაობის პარალელურად როლანდი ჩართულია პროფესიული განვითარების პროცესებში. იგი არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ასევე მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. კვირაში რამოდენჯერმე უწევს პედაგოგს რთული გზის გავლა, რომ მივიდეს მშობლიურ სოფელში და მოსწავლეებთან იმუშაოს. მიაჩნია, რომ მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, საგნის სწავლების პარალელურად მოსწავლეებს ხელი შეუწყოს ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბებაში, სწავლების პარარელურად პედაგოგი ლიტერატურის კლუბსაც უძღვება, სადაც ახალგაზრდებთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზე მუშაობს. მიაჩნია, რომ  ჯილდოს მიღების შემდეგ, თემში კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გაუჩენს მოტივაციას გააგრძელოს ის პროფესია, რასაც მასწავლებლობა ჰქვია.

„გვიხარია, რომ ასეთი ღირსეული, საინტერესო და მიზანსწრაფული გამარჯვებული ჰყავს წელს კონკურსს. პროექტი ყოველ წელს სასიამოვნოდ გვაკვირვებს ახალი პედაგოგების და მისაბაძი ადამიანების აღმოჩენით, რომლებიც ცვლიან დამოკიდებულებას თავად მასწავლებლის პროფესიისადმი. ყოველი ახალი გამარჯვებული ის მასწავლებელია, რომელიც თავად ცვლის არსებულ გარემოს, აძლევს მოსწავლეებს იმაზე მეტს ვიდრე კონკრეტული ცოდნაა და რაც მთავარია სხვებსაც უბიძგებს, რომ იყვნენ ცვლილებების ავანგარდში. სწორედ ასეთი პედაგოგები, როგორიცაა როლანდი და ისინი ვინც საუკეთესო 60 მასწავლებელს შორისაა, მოახდენენ მთავარ გარდატეხას განათლების სფეროში, რაც გვჯერა მხოლოდ სასიკეთოდ აისახება ჩვენს მომავალზე,“ - აღნიშნა ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა სოფელ მეკეიძეების საჯარო  სკოლაში შეხვედრისას.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უკვე მეექვსე წელია აქტიურად უჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს და ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა კონკურსის პარტნიორი გამხდარიყო და საკუთარი წვლილი შეეტანა მასწავლებლის როლის პოპულარიზაციაში. ფონდის დაარსების დღიდან იგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ძირითადი სპონსორი და დამფინანსებელია. 6 წლის განმავლობაში გპფ-ს მიერ გამოყოფილმა ფინანსურმა ინვესტიციამ გადააჭარბა 650 000 ათას ლარს, საიდანაც 80 000-ზე მეტი ლარი პროექტის გამარჯვებულთა საპრიზო ფონდს წარმოადგენს.

კონკურსის შესახებ:

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

გპფ პროექტის გენერალური სპონსორია 2017 წლიდან. ასევე პროექტის მხარდამჭერები არიან: ოქროს სპონსორი ლიბერთი ბანკი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

„გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით“

სპორტის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო  შეეფარდა - პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს

სემესტრულად 250-ლარიანი სტიპენდია გაიცემა - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება