| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამის მაგალითია, მესამეკლასელთა სასწავლო აქტივობა - „დიორამა“, რომელშიც მოსწავლეები დამრიგებელმა, ხათუნა ფოფხაძემ ჩართო.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა, იროდიონ ევდოშვილის მოთხრობის -„ჭკვიანი ბასარა“ მიხედვით - დიორამები შექმნეს.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს, ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებაში ეხმარება. როგორც სკოლაში ამბობენ, ბავშვებმა ტექსტი „გააცოცხლეს“ და ამით დიდი სიამოვნება მიიღეს. მათ, თავად შექმნეს სხვადასხვა ნამუშევრები და გამოავლინეს საკუთარი ხედვა, წარმოსახვის უნარი და შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესში აღნიშნული აქტივობის გამოყენება ბავშვებს ტექსტის გააზრებაში ეხმარება, უმარტივებს დეტალების დამახსოვრებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიზუალურად აღიქვამენ წაკითხულს.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება