სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღების თანამშრომლები ტრანსპორტში 50%-იანი შეღვათით ისარგებლებენ - დოკუმენტი
06-12-2022
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის მარშრუტები და მოძრაობის განრიგი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მოსახლეობის რამდენიმე კატეგორია, ვინც შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებს.

დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისას ცალკეული კატეგორიებისათვის შეღავათიანი ტარიფები შემდეგი სახით:

ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;

ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სასწავლებლების სტუდენტებისათვის (სასწავლებლის მომართვის საფუძველზე) 50%-იანი ფასდაკლება;

გ) ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის 50%-იანი ფასდაკლება;

დ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის – უფასო;

ე) 0-6 წლამდე ბავშვებისათვის – უფასო;

ვ) სკოლის მოსწავლეებისთვის  50%-იანი ფასდაკლება;

ზ) სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება;

თ) საპატიო ზუგდიდელებისათვის – უფასო.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

2026 წლის მასწავლებელთა გამოცდაზაზე გამოყენებული ყველა ტესტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება