სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„სწორედ ეს ნიჭიერებაა ქვეყნის ბედნიერი მომავალი“ - „ჭიათურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
18-04-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ჭიათურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ჭიათურის კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებას ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე, მერის თანაშემწე ნოდარ ჩაჩანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, რესურსცენტრის უფროსი ნუგზარ მიროტაძე, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ჭიათურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლიზი ცარციძე.

როგორც იგი აღნიშნავს, ინტელექტ-ჩემპიონატმა სითამამე და გამოცდილება შესძინა:

„ძალიან ბედნიერი ვარ, ყველაზე ბედნიერი სიზმარივითაა ეს დღე ჩემთვის. პროექტი ერის სიძლიერე და ერთიანობაა. ინტელექტ-ჩემპიონატში მეორედ ვმონაწილეობ, წელს მეტი სითამამითა და შემართებით, მეტი გამოცდილებით მოვედი და გამარჯვებაც მოვიპოვე. ძალიან დიდი მადლობა „ეტალონს“.

ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე მადლობას უხდის გოჩა ტყეშელაშვილს მამულიშვილური, მომავლის საქმის მსახურებისთვის და სრულ მხარდაჭერას უცხადებს პროექტს:

„გოჩა ტყეშელაშვილი სულით ხორცამდე ქართველი მამულიშვილია, რომელიც ბავშვებში განათლების წახალისებითა და მათთვის „ეტალონური“ ბედნიერი დღეების მოწყობით მომავლის საქმეს ემსახურება. მოხარული ვარ მოსწავლეების მაღალი ჩართულობითა და შედეგებით. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მომავალ თაობას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პროექტს.“

ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი „ეტალონის“ მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროექტი ახალგაზრდებს უკეთ სწავლისა და თავის წარმოჩენის სტიმულს აძლევს:

„განათლებული მომავალი თაობაა ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავალი. მადლობა პროექტს, რომ ახალგაზრდებს უკეთ სწავლისა და თავის წარმოჩენის სტიმულს აძლევს.“

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე ნოდარ ჩაჩანიძე, როგორც ყოფილი „ეტალონელი“, მადლობას უხდის პროექტს ეროვნულ-საგანმანათლებლო, მუდამ აქტუალური და ენერგიული საქმიანობისთვის:

„12 წლის წინ ჩუმად ვაგზავნიდი „რეიტინგში“ ჩემს მონაცემებს „ეტალონში“ მონაწილეობის მისაღებად. საბოლოოდ ინტელექტ-ჩენპიონატშიც მოვხვდი და გამარჯვებაც მოვიპოვე. ჩემთვის დიდი გამოწვევა, გამოცდილება და მიღწევა იყო ეს წარმატება, რომელმაც ჩემს შემეცნებით წინსვლასა და განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. დღეს „ეტალონს“ მერის თანაშემწის ამპლუაში ვესწრები და ჭიათურელი მოსწავლეები მეამაყებიან. მჯერა, სწორედ ეს ნიჭიერებაა ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ბედნიერი მომავალი. მადლობა პროექტს, რომ მუდამ აქტუალური, განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებულია.“

ჭიათურის რესურსცენტრის უფროსი ნუგზარ მიროტაძე მოხარულია პროექტში მოსწავლეების მაღალი ჩართულობით:
    
„დღეს დიდი ზეიმია ჭიათურაში, ცოდნის ზეიმი. „ეტალონმა“ მრავალი მოსწავლის გული მოიგო და მათ უკეთ სწავლის სტიმული მისცა. კიდევ დიდხანს უნდა იყოს ეს პროექტი. წარმატებები ჩვენს მომავალ თაობასა და „ეტალონს.“

„ჭიათურის ეტალონი მოსწავლის“ პედაგოგი ნინო ბიწაძე აღნიშნავს, რომ ლიზიმ ღირსეულად მოიპოვა გამარჯვება:

„ლიზი ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და აქტიური მოსწავლეა, კარგი პიროვნება. ღირსეულად მოიპოვა გამარჯვება. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს  მომავალ თაობასა და „ეტალონს.“

„ჭიათურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ლიზი ცარციძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

მაწავლებელს პატიმრობა შეეფარდა - საქმე მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ეხება

როდის ვთესავთ ჯეჯილს სააღდგომოდ - რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხასხასა და ლამაზი იყოს

ლოჯისტიკის სამმართველო სახელი შეეცვალა და ღონისძიებების სამმართველოდ გადაკეთდა - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება