სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''მასწავლებელი უნდა იყოს ადამიანი, ვისაც აქვს შინაგანი მოტივაცია, ვინც რომ დააბა ''აიწყვიტავს'' და გაკვეთილს ჩაატარებს'' - ალექსანდრე ჯეჯელავა
07-11-2016
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პირველი არხის ეთერში, გადაცემა ‘’რეალურ სივრცეში’’, საუბრისას აღნიშნავს, რომ მასწავლებლებს უნდა მოვექცეთ სათანადოდ და ისინი გააკეთებენ სასწაულებს:

„მე ზუსტად ვიცი რომ ზოგი საგანი იმიტომ მიყვარს, რომ მიყვარდა პირადად  მასწავლებელი.  ე.ი მომწონდა, მიყვარდა, ვგიჟდებოდი და არაფრით არ დაავაღალატებდი და არ დავწყვეტდი გულს მასწავლებელს. მათემათიკა ისედაც მიყვარდა და საყვარელი მასწავლებლის დამატება აღარ იყო საჭირო. სკოლაში და ოჯახში უნდა იყოს სიყვარულისა და ურთიერთდახმარების ატმოსფერო.“

 


1.რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ სისტემამ მასწავლებლებს თავისუფლება მისცეს?

„მასწავლებლად უნდა მუშაობდეს მხოლოდ ის, ვისაც უნდა მასწავლებლად მუშაობა. მთელ მსოფლიოში რონ ნახოთ ანაზღაურების სტატისტიკა, ძალიან ცუდ რაღაცას ნახავთ, რომ მასწავლებლების ანაზღაურება კარგად ჩამოუვარდება ბანკირების ანაზღაურებას. იმიტომ რომ არ შეიძლება იყოს საპირისპიროდ. როგორც კი საპირისპიროდ იქნება, ამ სისტემაში შემოვა ბავშვთმოძულე და ამ სისტემაში ბავშვთმოძულე არ შეიძლება იყოს. მე არ წავახალისებ ანაზღაურების დადაბლებას, გასაზრდელი გვაქვს ხელფასები და გავზრდით კიდეც, მაგრამ მე ვამბობ, რომ პირველი - მასწავლებელი უნდა იყოს მარტო ის ადამიანი, ვისაც აქვს შინაგანი მოტივაცია, ვინც რომ დააბა აიწყვიტავს და გაკვეთილს ჩაატარებს. მეორე - ამ ადამიანს უნდა მოექცე ისე, როგორც ის იმსახურებს მოქცევას. მთავარ ჩემს ამოცანად მე ვთვლი, რომ მასწავლებლებს მოვექცეთ, მთელი საზოგადოება, როგორც მათ ეკადრებათ. ამ ხალხმა თავისი საქმე ისე გააკეთა, როგორც ამ ქვეყანაში არავის არ გაუკეთებია და უნდა მოვექცეთ შესაბამისად. როგორც კი მოვექცევით ადამიანურად, ესენი არიან ძალიან მაღალი შეგნების ადამიანები და გააკეთებენ სასწაულებს. აკეთებდნენ და მომავალშიც გააკეთებენ.“ 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება