სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტატუსის შესანარჩუნებლად ვადა 9 დეკემბრამდე გაქვთ - განაცხადით უნდა მიმართოთ საგანმანათლებლო დაწესებულებას
30-11-2022
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 15 ნოემბრის N 1459091 გადაწყვეტილებით, შპს  ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს გაუუქმდა ავტორიზაცია. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ცენტრის ვებგვერდზე  გამოქვეყნებისთანავე - მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან.

აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2022 წლის 15 ნოემბრიდან შეუჩერდათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი და 5 წლის ვადაში უფლებამოსილნი არიან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სტატუსშეჩერებული პროფესიული სტუდენტებისთვის შემოთავაზებულია აჭარის რეგიონში, დღეისათვის ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებული თავისუფალი ადგილები, გარე  მობილობისა და განათლების მიღების შესაძლებლობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით.

მობილობით სარგებლობისათვის დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ  საგანმანათლებლო დაწესებულებას 2022 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება