სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კიდევ რომელი საგნის სწავლება შეუძლიათ ქართულის მასწავლებლებს
30-11-2022
-
+


ეროვნულ სასწავლო გეგმაში ქართული ენა და ლიტერატურა სახელმწიფო ენის საგნობრივ ჯგუფშია გაერთიანებული.

პედაგოგებს, რომლებსაც ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების უფლება აქვთ ანუ დადასტურებული აქვთ კომპეტენცია ამ მიმართულებით, შეუძლიათ ამავე საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებული სხვა არჩევითი და სავალდებულო საგნები ასწავლონ.

სახელმწიფო ენის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (I-XII კლასებში);
  • აფხაზური ენა და ლიტერატურა, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ისწავლება I-XII კლასებში);
  • ქართული, როგორც მეორე ენა, არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის (ისწავლება I-XII კლასებში).

სავალდებულო საგნების გარდა ამავე საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ფოლკლორი და მითოლოგია, XIX–XX სუკუნის დასავლური ლიტერატურა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს უფლება აქვთ, საათები სრულ დატვირთვამდე სწორედ არჩევითი საგნების საშუალებით შეივსონ. იმისთვის, რომ პედაგოგებმა სტატუსის დანამატი სრულად მიიღონ, მათი დატვირთვა უნდა იყოს არანაკლებ 15 საათი კვირაში.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება