სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს სპეციალური დიპლომები გადაეცათ
28-11-2022
-
+


„პირველკლასელთა აკადემია“ - უნიკალური წიგნი რვეული, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებისა და წიგნიერების სამყაროში ჯადოსნური მოგზაურობისთვის ამზადებს, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა.

სახელმძღვანელომ გამოცემისთანავე, უამრავი მეგობარი შეიძინა, როგორც პატარებს, ასევე მათ მშობლებს შორის, განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუსტად ხვდებიან, როგორი მნიშვნელოვანია მომავალი თაობების განათლებაში ჩადებული ინვესტიცია.

სხვათა შორის, არაერთხელ აღინიშნა ისიც, რომ „პირველკლასელთა აკადემია“ თითოეული ბავშვის წიგნის თაროს უნდა ამშვენებდეს, რისთვისაც ქმედითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და ამის ნათელი მაგალითია გურიის რეგიონი - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გადაწყვეტილება - უნიკალური სახელმძღვანელო გადაეცათ ადგილობრივი სკოლამდელებისთვის.

ასეც მოხდა - იყო ემოციების ზღვა, „პირველკლასელთა აკადემიით“ ხელდამშვენებული ასობით პატარა და რა თქმა უნდა, მთავარი იდეის - განათლებული მომავალი თაობების სადარაჯოზე მდგომი სამთავრობი და არასამთავრობო სექტორი

მოგვიანებით კი, „ეტალონის“ პროექტების ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულს გურიის მხარეში გიორგი ურუშაძეს, სპეციალური დიპლომი გადასცა; ჩოხატაურის მერს დავით შარაშიძეს საქვეყნო მნიშვნელობის მერის, ირაკლი კუჭავას „საქვეყნო მნიშვნელობის საკრებულოს თავმჯდომარის“, ასევე საქვეყნო მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისა და სახელმწიფო სამსახურში ეფექტური და წარმატებული მოღვაწეობისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს 2022 წლის „საქვეყნო მნიშვნელობის მერის“, ხოლო ბესიკ ტაბიძეს 2022 წლის „საქვეყნო მნიშვნელობის საკრებულოს თავმჯდომარის" დიპლომები საზეიმოდ გადაეცათ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება