სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქართველ პედაგოგს 8-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის შეეფარდა
22-11-2022
-
+


სასამართლომ 8-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსთავის N20 საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელს, ქართლოს სამარგულიანს, რომელსაც 4 მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ.

მსჯავრდებული მასწავლებლის ადვოკატი, ჯაბა კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ 51 წლის მამაკაცი 2 ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში გამართლდა, ორი მე-6 კლასელი ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩადენაში კი გამტყუნდა.

ადვოკატის განმარტებით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა აღნიშნული მასწავლებლის მიმართ პრეტენზია გამოთქვა, ვინაიდან მას მე-6 კლასელმა შვილმა უთხრა, რომ „გაკვეთილის მსვლელობისას ინფორმატიკის მასწავლებელი ხელით შეეხო საჯდომთან, ასევე კისერსა და წელზე“.

თავად მსჯავრდებული სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ წაყენებული ბრალით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და საკუთარი განცხადების საფუძველზე სკოლა დატოვა.

„მოვიდა მშობელი პრეტენზიით, ბავშვი ტირისო, სკოლაში წამოსვლა არ უნდაო. გავგიჟდი, დამრიგებელიც იქ იყო და სასწავლო ნაწილიც. მე ვუთხარი, რას ლაპარაკობთ, რას მაბრალებთ, ამ ხნის კაცი ვარ, 51 წლის კაცი ვარ, ამდენი ბავშვი გავზარდე, ასეთი რაღაც ცხოვრებაში არ მომხდარა-მეთქი. მე იქ ვეღარ გავჩერდებოდი, მე იქ ელემენტარულად აღარ დამედგომებოდა. წავალ, „გრუზშჩიკად“ ვიმუშავებ, სკოლაში მე ვეღარ გავჩერდები-მეთქი, სკოლის დირექტორს ვუთხარი“, - აცხადებს მასწავლებელი ჩვენებაში.

ქართლოს სამარგულიანი დანაშაულს არ აღიარებს.

„რანაირად ვთქვა? მქონდეს დანაშაული, პრობლემა არ არის. გინდა ხატზე დავიფიცებ, თუ გინდა, სიცრუის დეტექტორზე შემამოწმეთ, რაც გინდათ, ის მიქენით, მაგრამ თავს დამნაშავედ არ ვცნობ“, - აცხადებს სამარგულიანი.

თავის მხრივ, ადვოკატი ირწმუნება, რომ საქმეში მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება გარყვნილი ქმედების 6 ეპიზოდში ჰქონდა წარდგენილი, ის 3 ეპიზოდში გამართლდა, 3-ში კი გამტყუნდა. ის მხოლოდ ერთადერთი მოწმისა და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების საფუძველზე გამტყუნდა, რომელიც არც ერთი სხვა მტკიცებულებით გამყარებული არაა. განაჩენი, რომელიც სასამართლომ გამოაცხადა, უკანონო და დაუსაბუთებელია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მინიმალური სასჯელი, 8 წელი მიესაჯა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა თქვა, რომ ჩვენება ერთ-ერთი დაზარალებულის თხოვნით მისცა და გააზვიადა ის, რაც გაკვეთილის პროცესში შეიძლებოდა მომხდარიყო, დანარჩენი უკვე გამოძიებამ გააზვიადა და გაამძაფრაო. ერთ-ერთმა ბავშვმა თქვა, რომ მასწავლებელი შუა გაკვეთილზე შეეხო მხარზე, თავზე, წელზე და საჯდომთან და თითქოს ტიროდა, თუმცა შემდეგი გაკვეთილის მასწავლებელი აცხადებს, რომ წინ ეჯდა ეს მოსწავლე და მას არაფერი შეუნიშნავს.

თავად მასწავლებელი ამბობს, რომ 10-15 წლის განმავლობაში 2 სკოლაში ასწავლიდა და არც ერთხელ, მსგავსი ბრალდება მის წინააღმდეგ არ ყოფილა და არასდროს ბავშვებს არ შეხებია არამეგობრულად და ცუდი განზრახვით“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, 51 წლის ქართლოს სამარგულიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალი წარდგენილი აქვს ასევე სკოლის დირექტორსაც და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მას დანაშაული შეუტყობინებლობას ედავებიან.

წყარო IPN


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება