| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები ბავშვების მოტივაციასა და ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, გასართობ, საზეიმო თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას საზეიმო ღონისძიება მიუძღვნეს. აქტივობა - „კართან მოდგა შემოდგომა“ შთამბეჭდავად წარიმართა.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს. ბავშვებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს და წარმოდგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
ღონისძიება დაწყებითი კლასების დამრიგებლები - ელისო ღოღაძე და ეთერ გაგანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა