სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ნომერ პირველი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ძალიან დიდი უპირატესობით სარგებლობს“- ყვარლისა და ჩხოროწყუს „ეტალონი მოსწავლეები“ ცნობილია
15-11-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალსო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან აქტიურად ერთვებიან. 

11 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის ყვარლის და ჩხოროწყუს „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

➤ „ყვარლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ წიწრიაშვილი 

➤ „ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლადო სიჭინავა

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

ქეთევან ჭიპაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

კონკურს „ეტალონს“ ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის ელოდებიან, რადგან ეს არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც წლების ყვარლის მუნიციპალიტეტში ტარდება. პანდემიამ შეგვიშალა ხელი, ახლა ონლაინ იმართება, თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს და ყველაზე მეტი მოსწავლე ერთვება.

დღეს ვიყავი გამარჯვებული მოსწავლის სკოლაში, ყველა უზომოდ კმაყოფილი იყო. ზოგადად, რესურსცენტრის დამოკიდებულება ასეთია - რაც უფრო მეტი არაფორმალური განათლებისკენ მიმართული პროექტი იქნება, მით უფრო გაიზრდება ბავშვების მოტივაცია და განათლების დონე. „ეტალონი“ ნომერ პირველი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც დაბლა არასდროს იწევა, ძალიან დიდი უპირატესობით სარგებლობს. ის სკოლის თემზეა მორგებული, განათლების დონის გაზრდას ემსახურება. სწორედ ამიტომაც, ეს პროექტი იმდენ ხანს იქნება საგანმანათლებლო სფეროში, სანამ აქტუალობას არ დაკარგავს. ეს კი არასდროს მოხდება, რადგან განათლების სისტემაზეა მორგებული. დიდი მადლობა ბატონ გოჩას, რომ ასე აქტიურობს, სიახლეებს გვთავაზობს და წინ მიიწევს. 

მარიამ წიწრიაშვილი - ყვარლის „ეტალონი მოსწავლე:

ჩემთვის გამარჯვება მოულოდნელი და ძალიან სასიხარულო იყო. ამ წარმატებამ ის შედეგი მოიტანა, რომ დავინახე რა შემიძლია და რა უნდა გამოვასწორო. ჯერჯერობით, ფინალისთვისაც არ ვამზადები, რა ცოდნაც მაქვს, ვფიქრობ, იმას მივენდობი. რეალურად, არც ერთი ეტაპისთვის არ მოვმზადებულვარ, რადგან, როგორც გითხარით, სხვებისთვის კონკურენციის გასაწევად არ მიმიღია მონაწილეობა. უბრალოდ მაინტერესებდა, რა ვიცოდი და რა შემეძლო.

მარიამ იშხანიძე - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:

მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ - მარიამი ძალიან ნიჭიერი. ბეჯითი და მიზანზე ორინეტირებული ადამიანია. იცის რა შედეგს უნდა მიაღწიოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს ხოლმე. ჩვენ - მთელი სკოლა ვამაყობთ მისი მიღწევებით. რაც შეეხება კონკურსში მიღწეულ წარმატებას, ეს ჩვენი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი სახე და სახელიცაა ასეთი კარგი მოსწავლის ყოლა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მარიამი პირველ ადგილზე გავიდოდა. ის უნიჭიერესი და კარგად აღზრდილი გოგონაა.


ლია ჯალაღონია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:


ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციას ემსახურება, სასარგებლო და ჩვენს მიერ მხარდაჭერილია, მით უმეტეს კი ისეთი პროექტი, როგორც „ეტალონია“. ეს კონკურსი ჩვენთან ტრადიციად იქცა, მოსწავლეები მის დაწყებას ელოდებიან ხოლმე და დიდი ინტერესით ერთვებიან. „ეტალონს“ მოსწავლეებისთვის, პირველ რიგში, მამოტივირებელი სარგებელი მოაქვს. სხვათაშორის, ისიც აღსანშნავია, რომ „ეტალონის“ გამარჯვებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-ან გრანტს იღებენ ხოლმე. 

ლადო სიჭინავა - ჩხოროწყუს „ეტალონი მოსწავლე“

კონკურსისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ. ჩემთვის და სკოლისთვის მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. „ეტალონში“ გასულ წლებშიც ვმონაწილეობდი და გამარჯვების სურვილი ნამდვილად დიდი მქონდა. ტესტირება ძალიან საინტერესო იყო. ვფიქრობ, რომ რა კითხვებიც იყო, მათზე პასუხი ყველამ უნდა იცოდეს. ჯერჯერობით ფინალური ეტაპისთვის მომზადება არ დამიწყია.

გივი ლაშხია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ის, რომ ლადო სიჭინავა მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა, ჩვენთვის გამარჯვებაა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენო ცოდნა და წარმატებას მიაღწიო. ის მართლაც გამორჩეული და ბეჯითი მოსწავლეა. ძალიან გახარებული იყო მისი კლასი, შეიძლება ითქვას, რომ მეტად მოტივირდნენ. მხოლოდ სწავლითა და შრომით იქმნება წარმატება. ვულოცავ ჩემს მოსწავლეს ამ დიდ გამარჯვებას და მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ წინსვლას ვუსურვებ. ის ფაქტი, რომ ლადომ პირველი ადგილი დაიკავა, სკოლისთვის მართლა საამაყოზე მეტია, ეს ჩვენი სახელია. ყველა ძალიან გახარებული ვართ.

დიანა წურწუმია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ლადო სიჭინავა ძალიან ნიჭიერი, მონდომებული, პასუხისმგებლიანი მოსწავლეა. მას კომპოუტერიც მოპოვებული აქვს. ვერც ერთი პედაგოგი ვერ გაიხსენებს ისეთ შემთხვევას, ლადოს რომ გაკვეთილი არ სცოდნოდა და მოუმზაებელი მოსულიყო. ის აქტიურადაა ჩართული კლუბურ ცხოვრებაშიც. ძალან წყნარი და საქმიანი ადამიანი, უყვარს ტექნოლოგიები და სწავლის გაგრძელებას ამ მიმართულებით აპირებს. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, წიგნის კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთი მოსწავლე მყავს. მჯერა, რომ მან „ეტალონში“ წარმატებას ღირსეულად მიაღწია. ის რჩეულია და თავის სიტყვას ნამდვილად იტყვის.

„ეტალონში“ მიღწეული წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ღირსეულთა შორის ღირსეულმა გაიმარჯვა. ეს კი თითოეული მოსწავლისათვის მოტივაციაა. ისინი ხვდებიან, რომ ცოდნა ყველაზე დიდი იარაღია, რითაც გამარჯვების მოპოვება და შესაძლებლობების დამტკიცება შეიძლება. ინტელექტ-ჩემპიონატის კითხვები განვიცხილეთ და როგორც მოსწავლეებმა მითხრეს, ყველა საგანს მოიცავდა. ისინი ბავშვებს სწავლისა და ცოდნის შეძენისკენ მოუწოდებს.


ასევე იხილეთ:

2022 წლის ყვარლის და ჩხოროწყუს „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ

„ეტალონი“ ერთადერთი ეროვნული პროექტია, რომელიც ზუსტად მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული“-ყვარლის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში I ეტაპი გაიმართა

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - ყვარელი და ჩხოროწყუ

ყვარლის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება