სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ქარელის ეტალონში“ პირველობა 7 შვილიანი ოჯახის წარმომადგენელმა მოიპოვა
16-04-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ქარელის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ქარელის N2 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას ქარელის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ვასილ ბაქრაძე, ქარელის რესურსცენტრის უფროსი გიორგი კობახიძე, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ქარელის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა აბანოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე სალომე სებისკვერაძე. მან პროექტში გამარჯვებით თავისი დიდი ოჯახი ასახელა. სალომეს 6 დედმამიშვილი ჰყავს.

როგორც „ქარელის ეტალონი მოსწავლე“ აღნიშნავს, ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება დიდი გამოცდილება და წარმატებაა:

„ეტალონში“ გამარჯვება დიდი გამოცდილება და წარმატებაა ჩემთვის. ყველა თანატოლს ამ შესანიშნავ პროექტში გამარჯვებას ვუსურვებ.“

ქარელის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვასილ ბაქრაძე მადლობას უხდის „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს ეროვნულ-საგანმანათლებლო საქმის მსახურებისთვის:

„დღეს ქარელში ინტელექტის ზეიმია. განათლებული და წარმატებული ახალი თაობა ძლიერი ქვეყნის საწინდარია. მადლობა გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონს“ ეროვნული საქმის მსახურებისთვის.“

ქარელის რესურსცენტრის უფროსი გიორგი კობახიძე მოხარულია პროექტში მოსწავლეების მაღალი ჩართულობით და წარმატებებს უსურვებს მომავალ თაობას:

„პროექტში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. „ეტალონი“ ბავშვებს უკეთ სწავლისა და თავის მეტად წარმოჩენის სტიმულს აძლევს. მადლობა გოჩა ტყეშელაშვილსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს.“

აბანოს საჯარო სკოლის დირექტორი ია ვარდასაშვილი ბედნიერია სალომეს გამარჯვებით და მეტ წარმატებას უსურვებს პროექტს:

„ბედნიერი ვარ, რომ სალომემ დღეს ჩვენი სკოლა და თავისი დიდი ოჯახი ასახელა, მას 6 დედმამიშვილი ჰყავს. ნიჭიერი და მოწადინებული მოსწავლეა. ღირსეულად მოიპოვა გამარჯვება. მადლობა პროექტს განათლების წახალისებისთვის, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბავშვებსა და „ეტალონს.“

„ქარელის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი სალომე სებისკვერაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება