სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონმა“ სრულიად საქართველო გააერთიანა“ - „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ ოკუპირებული გალის სკოლიდანაა
11-04-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში გამართულ ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესო ოდიშარია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განთლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე, გალის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. Etaloni.ge მის სახელსა და გვარს, ასევე სკოლას, სადაც „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ სწავლობს, მისივე თხოვნით არ ასაჯაროვებს.

„აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ მადლობას უხდის პროექტს მოცემული შანსისა და დაუვიწყარი ემოციისთვის:

„უბედნიერესი ვარ, ჩემთვის დიდი წარმატება და გამოცდილებაა ამ გრანდიოზულ პროექტში გამარჯვება. მადლობა „ეტალონს“, ჩემს ოჯახსა და მასწავლებლებს. მიყვარხარ და მეიმედები საქართველო.“

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია აღნიშნავს, რომ პროექტი მოსწავლეებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და განათლების წახალისებას ემსახურება. ვახტანგ ყოლბაია ხაზს უსვამს „ეტალონში“ ოკუპირებული გალის მოსწავლეების წარმატებას:

„ეტალონი“ გრანდიოზული, მართლაც ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ჩვენი ბავშვების ინტეგრაციას, მათში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და განათლების წახალისებას ემსახურება. მნიშვნელოვანია „ეტალონში“ მოსწავლეების მონაწილეობა და წარმატება ოკუპირებული გალიდან. დასაფასებელია სკოლებისა და მასწავლებლების ეფექტური მუშაობა, ბავშვების გარჯა და „ეტალონის“ დაუღალავი შრომა მომავალი თაობისა და ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის. მადლობა გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს.“

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია მადლობას უხდის გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონს“ ეროვნული საქმის მსახურებისთვის:

„აღდგომის დღესასწაულის ამ ბრწყინვალე დღეებს „ეტალონის“ ემოციური ტური დაერთო და ჩვენში წარუშლელი ბენდიერება და სიამაყის გრძნობა გააღვივა. პროექტი რომ ეროვნული მნიშვნელობისაა, ეს მრავალმა წელმა გამოსცადა. ეს დღეც ოქროს ასოებით ჩაიწერება „ეტალონის“ ისტორიაში. ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა ცხოვრობს, რომელთა იმედიც უნდა ჰქონდეს საქართველოს. მადლობა ამ ეროვნულობისა და ერთიანობისთვის გოჩა ტყეშელაშვილსა და პროექტს“.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილის, ბესო ოდიშარიას თქმით, ინტელექტ-ჩემპიონატმა სრულიად საქართველო ეროვნული თვითშეგნების გარშემო გააერთიანა:

„ეტალონი“ ჭეშმარიტად ეროვნული პროექტია. მან სრულიად საქართველო მოიცვა და ეროვნული თითშეგნებისა და ცოდნის ირგვლივ გააერთიანა. პროექტი მოსწავლეების ჭეშმარიტი ფასეულობებითა და სულისკვეთებით აღზრდას ემსახურება, ასეთი ახალგაზრდობაა ძლიერი ქვეყნის მომავალი.“

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განთლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“ მეტ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს:

„ეტალონი“ ერის მომავალს სჭირდება და კიდევ დიდხანს უნდა იყოს მეტი წარმატებით. პროექტი ხელს უწყობს მთელი საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენა-წახალისებას. ვისურვებდით, „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნებას, რათა მთელმა ქვეყანამ იხილოს და განიცადოს ცოდნისა და ერთობის დღესასწაული.“

გალის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია მოხარულია „ეტალონში“ მოსწავლეების მაღალი ჩართულობითა და შედეგებით:

„ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტმა საკუთარი მნიშვნელობა და საჭიროება დიდი ხანია, დაამტკიცა. მიხარია, რომ „ეტალონში“ გალის სკოლები აქტიურად და წარამტებით მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება სწორედ ოკუპირებული გალის სკოლის მოსწავლემ მოიპოვა, მისი წარმატება არა მხოლოდ თავისი ოჯახისა და სკოლის, არამედ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს გამარჯვებაა.“

„აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება