სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მეტი მონდომებითა და შემართებით შევუდგები სწავლას მომავალი წარმატებების მისაღწევად“, - „ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე“
05-04-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ჩხოროწყუს კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, რესურსცენტრის უფროსი ლია ჯალაღონია, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა ხაბუმეს N3 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი კვარაცხელია.

როგორც გიორგი აღნიშნავს, პროექტში გამარჯვება მისთვის მოულოდნელი იყო:

„ძალიან ბედნიერი ვარ, გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. დიდი გამოცდილება იყო „ეტალონში“ მონაწილეობა ჩემთვის. მეტი მონდომებითა და შემართებით შევუდგები სწავლას მომავალი წარმატებების მისაღწევად. მადლობა პროექტს ამ შანსისთვის.“

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა  მადლობას უხდის „ეტალონს“ ეროვნულ-საგანმანათლებლო საქმის მსახურებისთვის:

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი „ეტალონის“ დიდი მეგობარია. გვეამაყება, რომ ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეა. ის მშობლიურ ოჯახში მოვიდა დღეს და ცოდნის ზეიმი მოაწყო. „ეტალონი“ ეროვნული პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ნიჭიერების გამოვლენასა და ცოდნის წახალისებას ემსახურება. პროექტი ღირსეულ, ინტელექტუალურ და წარმატებულ მომავალ თაობას უზრდის ჩვენს ქვეყანას.“

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბესიკ ესებუას თქმით, ინტელექტ-ჩემპიონატი ახალგაზრდებს წარმატებული მომავლისკენ უკვალავს გზას:

„მადლობა „ეტალონს“ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწეული ეროვნულ-ინტელექტუალური შრომისთვის. დღევანდელი დღე ჩვენს ახალგაზრდებს წარმატებული მომავლისკენ გაუკვალავს გზას.“

ჩხოროწყუს რესურსცენტრის უფროსი ლია ჯალაღონია მადლობას უხდის პროექტს ახალგაზრდებში განათლების წახალისებისთვის:

„ბავშვი იზრდება მისი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში - დაფასთან თუ წიგნით ხელში. ამ თეორიულ ცოდნას კი „ეტალონში“ ცდის და ამყარებს. ეს წუთები მათ ცხოვრებაში, ვფიქრობ, იყო განმავითარებელი, მამოტივირებელი შემდგომი წარმატებებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე ატარებს ინტელექტ-ჩემპიონატს.“ 

ხაბუმეს N3 საჯარო სკოლის დირექტორი მირანდა წურწუმია გიორგი კვარაცხელიას ნიჭიერ, მოწესრიგებულ და მონდომებულ მოსწავლედ ახასიათებს:

„გიორგი ძალიან ნიჭიერი, მოწესრიგებული და მონდომებული მოსწავლეა. ის მერვეკლასელია და მისი გამარჯვება მეტად საამაყოა. სხვათა შორის, გამარჯვებული იმ სკოლის მოსწავლეა, რომელიც ასაშენებელია და ვფიქრობ, გიორგი კვარაცხელია ნამდვილად იმსახურებს ახალ სკოლას.“

„ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გიორგი კვარაცხელია ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება