სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უფლება აქვს თუ არა დირექტორს, სკოლაში დაასაქმოს ახალი პედაგოგი მაშინ, როდესაც იმავე საგნის მასწავლებელს არასაკმარისი საათები აქვს?
01-10-2022
-
+


სკოლებში ვაკანსიების გამოცხადება ხშირად ხდება უკმაყოფილების მიზეზი როგორც მასწავლებლობის მსურველებისთვის, ასევე უკვე დასაქმებული პედაგოგებისთვის.

მასწავლებლობის მსურველები აღნიშნავენ, რომ დირექტორები ერთპიროვნულ, სუბიექტურ გადაწყვეტილებას იღებენ და სკოლაში თავისთვის სასურველ კანდიდატს ასაქმებენ. მოქმედი მასწავლებლები კი უკმაყოფილებას მაშინ გამოხატავენ, როდესაც დირექტორები გამოთავისუფლებულ საათებს მოქმედ პედაგოგებს არ უნაწილებენ, ამის ნაცვლად კი ახალი მასწავლებლის მისაღებად კონკურსს აცხადებენ.

დირექტორს, რა თქმა უნდა, უფლება აქვს, ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადოს, მაგრამ შეუძლია თუ არა სკოლის ხელმძღვანელს, დაასაქმოს ახალი პედაგოგი მაშინ, როდესაც იმავე საგნის მასწავლებელს არასაკმარისი საათები აქვს და ამის გამო სტატუსის დანამატსაც ვერ იღებს?

თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ სკოლაში ვაკანტური ადგილის შესავსებად კანონით დადგენილია შიდა და ღია კონკურსი. ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ხოლო შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამის სკოლაში დასაქმებულ მასწავლებელს.

განცხადება ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, ინტერნეტ სივრცეში არსებულ დასაქმების ვებგვერდზე – http://teacherjobs.ge/-ზე, ხოლო განცხადება შიდა კონკურსის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯარო სკოლაში ყველა მასწავლებლებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

 „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“ თანახმად, სკოლაში მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის არსებობის შემთხვევაში არსებული ვაკანტური პოზიცია უნდა შეივსოს შიდა კონკურსის საფუძველზე. შიდა კონკურსით მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის ვერ შევსების შემთხვევაში, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, გამოაცხადოს ღია კონკურსი.

კანონში აქვე განმარტებულია, რომ სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სკოლაში მასწავლებლის ვაკანტური პოზიცია შეავსოს შიდა კონკურსის გამოცხადების გარეშე, ღია კონკურსის მეშვეობით. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება