სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

11 წლის გოგონამ, რომელმაც ტვინის სიმსივნე დაამარცხა, ბულინგის გამო თავი მოიკლა
02-11-2016
-
+


11 წლის ბეთანი ტომპსონისთვის თანატოლების დაცინვა იმდენად აუტანელი გახდა, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

გოგონა 3 წლის იყო, როდესაც ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. რამდენიმე წელი ებრძოდა სიმსივნეს, რომელსაც სხივური თერაპიით მკურნალობდა.

2008 წელს ბეთანიმ საბოლოოდ დაამარცხა დაავადება. მკურნალობის პროცესში მას სახის ნერვი დაუზიანდა, რამაც ღიმილი შეუცვალა. 

"ეს და მისი ხვეული თმა გახდა ბულინგის მიზეზი" - უთხრა ბეთანის დედამ, ვენდი ფეჩტიმ CNN-ს.

დედის განცხადებით, თვითმკვლელობის დღეს ბეთანიმ თავის მეგობარს უთხრა, რომ მეტის ატანას აღარ აპირებდა და თავს მოიკლავდა. მოგვიანებით მეგობრის მამამ ბეთანის ოჯახში დარეკა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. შინ მისულმა ბეთანიმ მამინაცვლის იარაღი მოძებნა და თავი მოიკლა.

სკოლის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ მათთვის ბულინგის ფაქტის შესახებ ცნობილი იყო, თუმცა სათანადო ზომები ვერ მიიღეს.

"სკოლის სისტემა შესაცვლელია, თუმცა მეც ყოველ საღამოს უნდა დამერეკა იმ ბავშვების მშობლებისთვის, რომლებიც ჩემს შვილს დასცინოდნენ. იქნებ საბოლოოდ დაღლილიყვნენ ჩემი ზარებით და მიეღოთ ზომები", - ამბობს ვენდი ფეტჩი.

ცნობილია, რომ ბეთანის სიცოცხლის ბოლო დღეს ის და მისი მეგობარი სკოლაში ანტი-ბულინგის შინაარსის პლაკატებით მივიდნენ, თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს მათი გაკვრის უფლება არ მისცა.

ადგილობრივი მოსახლეობა აპირებს ოჯახს ბეთანის დაკრძალვის თანხა შეუგროვოს. მეგობრების ამბობენ, რომ ბეთანი მოსიყვარულე და მზრუნველი გოგო იყო, უყვარდა ცურვა, ცხოველები და მუსიკის მოსმენა. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება