სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

8 მოთხოვნა, რომელითაც შესაძლებელია, მასწავლებელმა დირექციას მიმართოს
18-09-2022
-
+


მასწავლებლებისა და სკოლის ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება. ხელშეკრულების ტექსტში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი მხარეთა უფლებები და მოვალეობები.

რისი მოთხოვნის უფლება აქვს პედაგოგს?

მასწავლებელს უფლება აქვს, მოსთხოვოს დირექციას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა და უსაფრთხო გარემო;

პედაგოგს შეუძლია, მოითხოვოს სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოები;

საათების განაწილების დროს სტატუსიან მასწავლებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საგაკვეთილო საათების რაოდენობა სრულ დატვირთვამდე;

პედაგოგს უფლება აქვს, დროულად და დანაკლისის გარეშე მიიღოს შრომის ანაზღაურება. ხელფასის დაყოვნების შემთხვევაში, სკოლამ პედაგოგს დაყოვნებული თანხის 0,07% უნდა გადაუხადოს;

მასწავლებელს უფლება აქვს, აიმაღლოს კვალიფიკაცია, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით;

მასწავლებელს ასევე შეუძლია დეკრეტული შვებულების აღება. დაუშვებელია ორსულობის მიზეზით ან დეკრეტული შვებულების პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლება;

პედაგოგს ასევე აქვს უფლება დასაქმებიდან 11 თვის შემდეგ მოითხოვოს ანაზღაურებადი შვებულება;

მასწავლებელს ასევე აქვს უფლება, წლის ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება 15 კალენდარული დღის ვადით.

პედაგოგებს, უფლებებთან ერთად, ვალდებულებებიც აქვთ. 

იხილეთ ასევე: რა უფლებები და ვალდებულებები აქვთ მასწავლებლებს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება