სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„მეფეთა სკოლა“ შვეიცარიაში - სწავლის საფასური აქ 130,000 აშშ დოლარია
23-10-2022
-
+


მსოფლიოში ძვირადღირებული სკოლები და უნივერსიტეტები უკვე აღარავისთვისაა გასაკვირი, თუმცა ელიტურ სკოლებს შორის სხვაობა არამხოლოდ ფასი, არამედ ის ფუფუნებაა, რასაც მოსწავლეები იქ იღებენ. როგორც აღმოჩნდა ყველაზე მდიდრული სკოლები შვეიცარიაში მდებარეობს.

მასალაში წარმოგიდგენთ იმ უმდიდრეს და ძვირადღირებულ სკოლებს, რომლებშიც მხოლოდ უმდიდრესი ადამიანების შვილები სწავლობენ. 

1. Le Rosey - შვეიცარია



საერთაშორისო სკოლა პანსიონი Le Rosey - შვეიცარიის გულში, ჟენევის ტბის პირას მდებარეობს. აქ სწავლის საფასური წელიწადში 130,000 აშშ დოლარს შეადგენს. სკოლაში ორი - ზაფხულის და ზამთრის პროგრამა ფუნქციონირებს და წლის ამ დროებისთვის მოსწავლეები შესაბამისად სწავლობენ. ზამთარში ბავშვები ეუფლებიან თხილამურებს, ხოლო ზაფხულში გაკვეთილების შემდგომ აუზის პირას გრილდებიან და არც ცხელ შოკოლად იკლებენ. აქ სწავლისთვის მხოლოდ თანხის გადახდა არ კმარა, Le Rosey-ში მხოლოდ განსაკუთრებული ოჯახის შვილები იღებენ განათლებას. 



ამ სკოლას „მეფეთა სკოლასაც“ კი უწოდებენ, რაც ალბათ არავისთვისაა გასაკვირი. სკოლა 1880 წელს დაარსდა და დღემდე მას მხოლოდ ერთი ოჯახი მართავს. აქ მოხვედრისთვის მხოლოდ სიმდიდრე საკმარისი არ არის ამისთვის მოსწავლის ოჯახის მსოფლიო გავლენა მნიშვნელოვანია. 

2. Aiglon College - შვეიცარია



აიგლონის კოლეჯში სწავლის საფასური წელიწადში $120,463 აშშ დოლარია. შვეიცარიაში მდებარე საერთაშორისო კოლეჯი მოსწავლეებს გამორჩეულ მსოფლიო დონის განათლებას ალპურ გარემოში სთავაზობს. აქ მყოფი მოსწავლეები ნამდვილ სამოთხეში არიან, რადგან ზღაპრული ბუნების გარდა ისინი სრულ კომფორტს იღებენ. აქ მხოლოდ ისეთი ოჯახის შვილები სწავლობენ, რომლებიც მსოფლიო ელიტას ქმნიან. 

3. St George's International School - შვეიცარია

 

შემდეგი ძვირადღირებული სკოლა ასევე შვეიცარიაში მდებარე საერთაშორისო სკოლაა, სადაც სწავლის წლიური საფასური 108,646 აშშ დოლარს შეადგენს. სკოლას ასევე, პანსიონის ფუნქცია აქვს და სწავლას აქ 18 წლამდე ბავშვები შეძლებენ. გარდა იმისა, რომ საერთაშორისო სკოლა უნიკალური ადგილით, ასევე იმითაც არის გამორჩეული, რომ სკოლის განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და აღიარებულია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება