სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახელმძღვანელოების ავტორები 10 ათასიდან 30 ათას ლარამდე თანხას მიიღებენ - ბრძანება
15-09-2022
-
+


განათლების მინისტრის მიხელ ჩხენკელის ბრძანებით, განისაზღვრა სახელმძღვანელოების ავტორთა ჰონორარი:

კონკრეტულად, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, მოქალაქეობის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, აფხაზური ენისა და ლიტერატურის, მშობლიური ენისა და ლიტერატურის (რუსული), მშობლიური ენისა და ლიტერატურის (სომხური), მშობლიური ენისა და ლიტერატურის (აზერბაიჯანული) სახელმძრნალოების ავტორებისთვის განსაზღვრულია 20 000 ლარი;

ისტორიის, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, პირველი უცხოური ენა - ინგლისურის, მეორე უცხოური ენა - რუსულის, მეორე უცხოური ენა - გერმანულის, მეორე უცხოური ენა - ფრანგულის, ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) ავტორები 30 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის სახელმძღვანელოების ავტორები - 10 000-ს.

ესაა საბაზისო ჰონორარი, რომელიც წარმოადგენს ფიქსირებულ, ერთჯერად გასაცემ თანხას, რომელიც ეფუძვნება სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისთვის გრიფის მინიჭების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

დოკუმენტით ასევე განსაზღვრულია დამატებითი ფიქსირებული ჰონორარი კომპლექტში შემავალი მასწავლებლის წიგნის ელექტრონული რესურსისათვის.

საავტორო უფლებების შესყიდვის ფასის (კომპონენტი "G1", "G2", "G3") დადგენა განხორციელდება გრიფის მინიჭების შემდეგ, საავტორო ჰონორარი წარმოდგენილია ეროვნულ ვალუტაში და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

„მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება