სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არ გეკადრებოდათ ისტორიის ასე უსამართლოდ გასწორება“ - გამოცდის შედეგებით აბიტურიენტები უკმაყოფილოები არიან
05-08-2022
-
+


დღეს, 5 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიის გამოცდების შედეგები და შეფასების სქემები გამოაქვეყნა, თუმცა აღმოჩნდა რომ სწორედ ამ ინფორმაციამ გამოიწვია აბიტურიენტებში ყველაზე მეტი უკმაყოფილება.მათი უმრავლესობა საკუთრი შედეგით კმაყოფილი არ არის და საკუთარ მოსაზრებებს საჯარო სივრცეშიც აფიქსირებენ. რამდენად სამართლიანია ან არა, აპლიკანტების პროტესტი, ჩაღრმავებას არ ვაპირებთ, Etaloni.ge მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარებს შემოგთავაზებთ:

„​წელს ისტორიის ტესტები, ზუსტად იცით, რომ ისტორიკოსებმა შეადგინეს?“

„ისტორიაში ამდენ ბავშვს რომ ქულები უაზროდ დააკელით, ჯობდა, კარგად გაგესწორებინათ და ორშაბათს დაგედოთ პასუხები,იმედია საბოლოო ქულების დადებამდე გადახედავთ კარგად და სამართლიანად გაასწორებთ“...

„მგონი,მეწაღეებმა გაასწორეს“...

„ნეტავ ორშაბათს დაგედოთ და ოდნავ უკეთ გაგესწორებინათ. ძირითადი ქულა გვაკლდება პრობლემის ანალიზსა და მოვლენის შეფასებაში, სადაც ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს“...

„არ გეკადრებოდათ ისტორიის ასე უსამართლოდ გასწორება“...

„ჯერ ლამის მეორე სემესტრში ცვლით პროგრამას, თითქოს უუნარო განათლების სისტემა არ გვყოფნიდეს სადარდებლად, რომელიც განათლების და სისტემის გარდა ყველაფერია, 12 წელი „სკოლაში“ გვატარებთ, სადაც განათლების მაგივრად, არაერთი ჩაგვრა, შეურაცხყოფა უნდა ავიტანოთ მასწავლებლების მხრიდან (რა თქმა უნდა რამდენიმე გულისხმიერი პედაგოგი გამობრწყინდება ხოლმე მხოლოდ, ისიც საკუთარი ნებით); მერე გამოცდების სტრესი არ გვყოფნის თითქოს, ტირან დამკვირვებლებს გვახვედრებთ საგამოცდო ოთახებში და ამ ყველაფერს თქვენი უპასუხისმგებლოდ და არასამართლიანად გასწორებული ნაშრომებიც ემატება; ჩვენ ვზივართ ბედს მინდობილები და ველოდებით გაგვიმართლებს თუ არა და შეგვხვდება თუ არა ადეკვატური გამსწორებელი, რაც იშვიათია როგორც ვხედავთ“.

იხილეთ: აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღება 8 აგვისტოს დაიწყება

ისტორიისა და ზოგადი უნარების პასუხები გამოქვეყნდა - ნახეთ რამდენი ქულა უნდა მოაგროვოთ რომ ზღვარი გადალახულად ჩაგეთვალოთ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება