სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ნუ ლანძღავთ შვილებს გამოცდაზე ვერ მიღებული მაქსიმალური ქულების გამო“ - ქართულის პედაგოგის მიმართვა მშობლებს
06-08-2022
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა. სოციალურ ქსელში არერთი პოსტი იდება აბიტურიენტთა შედეგების შესახებ. თუმცა უნდ აითქვას, რომ მაღალქულიანი აპლიკანტებით მოამაყე მშობლებთან ერთად არიან ისეთებიც, რომლებიც დაბალი ქულების გამო მათ აკრიტიკებენ, სწორედ ასეთი მშობლებისთვის გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მარ­ტ­ვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ლე­ხა­ინ­დ­რა­ოს სა­ჯა­რო სკო­ლისა და კერ­ძო სკო­ლა
„სხივის“ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლმა, ოთო დანელიამ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 


„ნუ უყენებთ შვილებს მოთხოვნებს!..
ნუ ლანძღავთ გამოცდაზე ვერ მიღებული მაქსიმალური ქულების გამო!..
ნუ კლავთ მასში პოტენციალს!..
ჩახედეთ თქვენს სულს და გამოტყდით, რამდენჯერ ვერ გამოავლინეთ შესაძლებლობების მაქსიმუმი, რამდენჯერ წააგეთ, რამდენჯერ გაუცრუეთ საკუთარ თავს იმედი?..
ხომ მწარედ გახსოვთ, ვინც მაშინ დაგტუქსათ, დაგცინათ?..
ხომ გახსოვთ, რამდენი იტირეთ, როცა უფროსებმა გიყვირეს, შენგან არაფერი გამოვა, ტყუილად მქონდა შენი იმედიო?..
გახსოვთ, გახსოვთ და მაინც იმეორებთ თქვენი მშობლების შეცდომებს და ახლა შვილს თრგუნავთ, რომელმაც ზუსტად ისევე შეძლო, როგორც თქვენ ერთ დროს, ინერვიულა და ვერ გაიმეორა მეზობლის ბავშვის საგამოცდო რეკორდი...
ყველა ერთნაირი ვერ იქნება!
ვიღაც არ არის გამოცდის ტიპი...უბრალოდ,არ არის და მოკალი, თუ გინდა...
მშობლებო! თქვენი შვილი უნიკალურია, თქვენს დნმ-ს კი ატარებს, მაგრამ მაინც სხვა ადამიანია, სხვა ინდივიდი...
ადროვეთ ბავშვებს შეცდომების დაშვება...დაღმართზეც ჩაირბინონ, მერე ხომ აღმართიც აუცილებლად იქნება...
ნურასდროს ეტყვით მას, რომ უნიათო და უმადურია, რადგან შეიძლება დაიჯეროს და საკუთარ თავს დაკარგავს, შეიძლება ვერც იპოვოს, თვითშეფასების ადეკვატური უნარი ვერ ექნება...
და საერთოდ, რომელი გამოცდა დგას იმაზე მაღლა, რასაც ოჯახური სოლიდარობა ჰქვია?!
დაუდექით შვილებს გვერდით მაშინ, როცა სჭირდებით!
სხვა დროს ისინი დაგადებენ მხარზე ხელს და გეტყვიან, „მე აქ ვარ, შენ გვერდით!“...
ოღონდ მიეცით ამის მაგალითი...აჩვენეთ შვილებს, რამხელა ძალა აქვს თანადგომას“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება