სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეორე სიცოცხლე“ - რუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავ გარემოსდაცვით პროექტზე იმუშავეს
08-07-2022
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და პედაგოგებს ხარისხიანი განათლება მისცეს. განვლილი სასწავლო წლის მანძილზე მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, აქტივობებსა თუ პროექტებში. 

მათ შორის, 2021-2022 წელს სკოლაში, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, იდეატორთა კლუბი ჩამოყალიბდა. კლუბის წევრებმა კი შთამბეჭდავი გუნდური პროექტი - „მეორე სიცოცხლე“ განახორციელეს. მოსწავლეებმა გარემოსდაცვით პრობლემებზე შეაჩერეს ყურადღება და პრობლემის გადაჭრის გზებიც მოიძიეს. პროექტი წარმატებითაც დააგვირგვინეს. 

„პანდემიის შემდეგ, სასკოლო გარემოში დაბრუნებისას, ნამდვილი გამოწვევა იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული წინადადება USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში იდეატორთა კლუბის ჩამოყალიბების თობაზე რომლის იდეაც მაშინვე აიტაცეს ბავშვებმა. შევიმუშავეთ პროექტი სახელწოდებით - „მეორე სიცოცხლე“, რომელიც მიზნად ისახავდა პლასტმასის ბოთლებისგან სკვერებისა და ახლო მდებარე მიდამოების დასუფთავებას, შეგროვებას და მათთვის მეორე სიცოცხლის მინიჭებას ანუ მისგან რამე ნაკეთობების შექმნას, რასაც კლუბის წევრებმა კარგად გაართვეს თავი და ღირსეულად წარდგნენ ჟიურის წინაშე. მესხიას უნივერსიტეტში საუკეთესო პროდუქტებით, რისთვისაც კლუბის წევრებს სერტიფიკატი გადაეცათ. მადლობა ტრენერს, მაია შეროზია, და ამ იდეის ხელმძღვანელებს USAID საბაზისო განათლების პროგრამის ორგანიზატორებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება