სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა
23-06-2022
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში 20 ივნისს სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ ტარდება.

სამეურვეო საბჭო სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რგოლია, რადგან მისი მეშვეობით ირჩევენ: სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ირჩევს დისციპლინარულ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და სხვა კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს ახორციელებს.

სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მშვიდად და საინტერესოდ ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის საარჩევნო კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს; თავმჯდომარეს - ვენერა (ნანი) ესართიას, საარჩევნო კომისიის  მდივანს, ემმა ჭითანავას; წევრებს: ნანა თოდუას, სვეტლანა შურღაიას და ნონა ჯავახიას. დამკვირვებლებს: ციური ბიწაძეს, დოდო გეგეჭკორს და ლიზი ესართია.

„საოცარი ადამიანები ხართ ჩემო კოლეგებო და მშობლებო! მადლობა მობრძანებისთვის და თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის“ - ასე გადაუხადა მადლობა ამომრჩეველს სკოლის დირექტორის მ/შ-მ, ნატო ესართიამ.

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე.

ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება