სიახლეები
ეტალონი

„პროექტი ინტელექტუალური დონის განვითარებისა და პროგრესის საწინდარია“- ბათუმის ეტალონი მოსწავლე ცნობილია
15-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

10 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ქალაქ ბათუმის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ბათუმის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული კერძო სკოლა „თაობის“ XI კლასის მოსწავლე ნიკო ავალიანმა მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ბათუმელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ქალაქ ბათუმის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურისა და ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, სკოლის დირექტორები და პედაგოგი საუბრობენ.

ია შალამბერიძე, ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 2022 წელს დისტანციურ ფორმატში გაიმართა. ბათუმის მერია პროექტს წლებია მხარს აქტიურად უჭერს. კონკურსი ორ ეტაპად გაიმართა და ბათუმის, როგორც საჯარო ასევე, კერძო სკოლებიც მონაწილეობდნენ. მეორე ეტაპზე 57 ბათუმელი მოსწავლე გადავიდა, ხოლო „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული კერძო სკოლა „თაობას“ მოსწავლემ, ნიკო ავალიანმა მოიპოვა. ვფიქრობ, ინტელექტ - ჩემპიონატი „ეტალონი“ ახალგაზრდებში ძალიან საინტერესო პროექტია, განსაკუთრებით იმიტომ რომ ასაკობრივ ჯგუფებს მოიცავს.

გოჩა დავითაძე, ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მიმაჩნია, რომ სკოლებისთვის და განსაკუთრებით, მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. ბავშვებს საშუალება ეძლევათ საკუთარი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები წარმოაჩინონ. ჩვენ, ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრი პროექტს მხარს აქტიურად ვუჭერთ. სკოლებს, მოსწავლეებს სრულფასოვან ინფორმაციას ვაწვდით, რათა პროექტში ჩართვა აქტიურად შეძლონ.

ნიკო ავალიანი, „ბათუმის ეტალონი მოსწავლე“, კერძო სკოლა „თაობა“:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ პირველად არ ვმონაწილეობდი, თუმცა დისტანციურ ფორმატში მონაწილეობა სიახლე და სულ სხვა გამოცდილება იყო ჩემთვის. წარმატების იმედი ნამდვილად მქონდა, თუმცა მსგავსი მაინც მოულოდნელი იყო. სკოლის ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, მთავარია შინაგანად, ზოგადი მიღებული ცოდნა როგორი გაქვს. ჩემი აზრით, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა აუცილებელიც კია, რადგან პროექტი ინტელექტუალური დონის განვითარებისა და პროგრესის საწინდარია. კონკურსის საშუალებით ჩემი თანატოლები დიდ გამოცდილებას მიიღებენ.

ომარ მიქელაძე, კერძო სკოლა „თაობას“ დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ თითქმის ყოველ წელს აქტიურად ვმონაწილეობთ, რადგან პროექტის მხარდამჭერები ვართ. ვფიქრობ, მოსწავლეები კონკურსში აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ. ჩვენი ბავშვები საკუთარი სურვილით ერთვებიან, რადგან სურთ საკუთარი ნიჭი და ცოდნა გამოამჟღავნონ. „ეტალონი“ ის პროექტია, რომლის საშუალებითაც ბავშვები საკუთარ ინტელექტს აჩვენებენ. ნიკო ავალიანის ამ წარმატებას კი ველოდი, რადგან ძალიან ჭკვიანი ბიჭია და მისი წარმატება ყველასთვის სასიხარულოა.

თათია ფუტკარაძე, მეორე ადგილის მფლობელი, ბათუმის N5 საჯარო სკოლა:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველ წელს ვმონაწილეობ. სკოლიდან ეჭვი არ მეპარებოდა, რომ წარმატებით ვიასპარეზებდი, მაგრამ ბათუმის მასშტაბით ამ მიღწევას არ ველოდი, მაგრამ ჩემი ქულის ნახვის შემდგომ იმედი მქონდა პირველ ათეულში, ან სამეულში მოვხვდებოდი; მეორე ადგილის შესახებ, როდესაც გავიგე ძალიან გამიხარდა. ჩემს წარმატებას ბათუმის N5 საჯარო სკოლის პედაგოგებს უნდა ვუმადლოდე. ჩემს თანატოლებს ყველას ვურჩევ პროექტში მონაწილეობას, რადგან მეტი განვითარებისთვის და წარმატებისთვის აუცილებელია.

მერაბ ხარჩილავა, ბათუმის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

თათიასგან, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ეს წარმატება ჩემთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან აკადემიურად ძალიან წარმატებული და მოწესრიგებული მოსწავლეა. მისი ეს წარმატება არა მხოლოდ მე, არამედ, მთელს სკოლას ძალიან გაგვიხარდა. „ეტალონთან“ ჩვენი სკოლა წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს. ჩვენი მოსწავლეები პროექტში საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები. ვფიქრობ, მოსწავლეებს თუ სურთ ინტელექტუალური და საერთოდ, განათლების დონე აიმაღლონ, მაშინ პროექტში მონაწილეობა აუცილებელია. ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითია და ის ვინც სწავლობს, მუშაობს რატომ არ უნდა გამოჩნდეს?! ჩვენი სკოლა პროექტის მხარდამჭერია.

ია კობალაძე, ბათუმის N5 საჯარო სკოლის პედაგოგი:

თათიას ამ წარმატებას რა თქმა უნდა ველოდი, რადგან ძალიან ჭკვიანი და წარმატებული ბავშვია. მისი ეს წარმატება ყველას უაღრესად გაგვიხარდა და მისგან მსგავსი წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა. ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საკუთარი თავის გამოსავლენად საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეებისთვის, ამიტომ ბავშვები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ.

ნინო დიასამიძე, მესამე ადგილის მფლობელი, ბათუმის N4 საჯარო სკოლა:

„ეტალონში“ აქამდეც ვმონაწილეობდი, თუმცა მესამე ადგილი პირველად დავიკავე. რა თქმა უნდა ეს წარმატება ძალიან გამიხარდა. ვფიქრობ, ჩემმა თანატოლებმა პროექტში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ, რადგან სკოლის გარეთ, ფორმალური განათლების გარდა ასეთი ცოდნის მიღება აუცილებელია. „ეტალონი“ ბავშვების განვითარებას უწყობს ხელს და მე პირადად ძალიან ბევრი ახალი რამ მასწავლა.

მანანა თავართქილაძე, ბათუმის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

ნინო, ნამდვილად სწავლისთვის დაბადებული ბავშვია და მისგან ეს დიდი წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წლებია აქტიურად ჩართულები ვართ. პროექტის საშუალებით პირველ რიგში ბავშვი ვითარდება, შემდეგ კონკურსებს ეჩვევა, რაც მათი მომავლისთვის აუცილებელია. მიმაჩნია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში ყველა მოსწავლე უნდა მონაწილეობდეს.

ზოია სტურუა, ბათუმის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ჩვენი სკოლა, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წლებია აქტიურად ვართ ჩართულები. წელს მეორე ეტაპზე ჩვენი მოსწავლეები გადავიდნენ და ყველა მედლის კანდიდატები არიან. ნინო კი არაჩვეულებრივი მოსწავლეა. ვფიქრობ, პროექტში მოსწავლეები აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ. ეს მათი ინტელექტუალური განვითარებისა და შემეცნებითი ცოდნის გაღრმავებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა. პირადად მე „ეტალონის“ აღნიშნული კონკურსი ძალიან მომწონს.

თეონა მგელაძე, ბათუმის N4 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ნინო დიასამიძისგან ამ წარმატებას ველოდი, რადგან ძალიან ჭკვიანი, განათლებული ბავშვია. მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ, რადგან პირველ რიგში ეს მათი გონებრივი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი ასევე, ბევრ საინტერესოს და ახალს შეისწავლიან. ვფიქრობ, პროექტი ძალიან კარგია და სასიამოვნოა რომ ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ არსებობს.


ასევე იხილეთ:

2022 წლის „ბათუმის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„ეტალონი“ დიდ მამულიშვილურ საქმეს აკეთებს“ - ბათუმში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა

ქალაქ ბათუმის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ბათუმელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

გამოცდაზე მაინც დაგიშვებენ, თუ პირადობა დაგრჩათ... - განახლებული ინფორმაცია NAEC-ისგან

განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს

მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსულენოვანი სკოლებში სწავლა აზერბაიჯანულ ენაზე დაიწყება და მასწავლებლები გადამზადების კურსებს გაივლიან

უთხარი საკუთარ თავს: მე არ ვარ ვალდებული ყველაფერი იდეალურად გავაკეთო...

სეტყვა და ელჭექი ეროვნულებზე - ამინდის პროგნოზი საგამოცდო ქალაქების მიხედვით

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

“სასკოლო საზოგადოება გულისტკივილით, გულწრფელი ცრემლებით ემშვიდობება ჩვენს ნაადრევად გაფრენილ ვაჟკაცს„

მოსწავლეებმა გამოავლინეს განსაკუთრებული შემოქმედებითი ხედვა
 
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება