სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ დიდ მამულიშვილურ საქმეს აკეთებს“ - ბათუმში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა
10-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

9 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ბათუმელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქალაქ ბათუმის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ქალაქ ბათუმის მერიის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურისა და ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 57 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 10 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორები და მოადგილე საუბრობს.


ილონა ადამია, ბათუმის N3 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვმონაწილეობთ. უნდა აღვნიშნო, რომ უმჯობესი იქნება, თუ ისევ დასწრებით ფორმატში გაიმართება, თუ პანდემიიდან მშვიდობიანად გამოვალთ და შემდეგ ღონისძიების სახით ჩატარდება, ძალიან კარგი იქნება. ამ ინტელექტ-ჩემპიონატში ჩვენ წარმატებისთვისაც მიგვიღწევია. მართალია, პირველ ადგილზე არასოდეს გავსულვართ, თუმცა ქალაქის მასშტაბით, მეორე და მესამე ადგილი დაგვიკავებია.

გელა სირაძე, ბათუმის N13 საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირება სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში მიმდინარეობდა, ყველაფერმა ორგანიზებულად, ხარვეზების გარეშე ჩაიარა... ზოგადად, ჩემი სკოლის მოსწავლეები ყოველგვარ აქტივობაში ხშირად და მონდომებით ერთვებიან, „ეტალონშიც“ დიდი დაინტერესებით მონაწილეობდნენ. ჩემი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, თუმცა მოსწავლეები „ეტალონის“ დაწყებას ენთუზიაზმით შეხვდნენ.  

ცისანა ბარამიძე, ბათუმის N30 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საკმაოდ კარგი პროექტია. მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობენ. ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები ნებისმიერი დირექტორისთვის მისაღებია, რადგან ეს გონების ერთგვარი ვარჯიშია. სკოლის ფუნქციაც ხომ ეს არის, ბავშვების უნარ-ჩვევების განვითარება. ამისთვის კი ინტელექტუალური კონკურსები საუკეთესო საშუალებაა. ტესტირების პროცესმა შეფერხებების გარეშე ჩაიარა. ძალიან დიდი მადლობა „ეტალონს“. ის ძალიან დიდ მამულიშვილურ საქმეს აკეთებს.

დავით ეცადეიშვილი, ბათუმის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:

ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ცოდნის მიღებასა და უნარების განვითარებასთანაა დაკავშირებული, ჩემთვის მისაღები და საინტერესოა. ჩემი სკოლის მოსწავლეები მსგავს აქტივობებში ხშირად, დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან. მათ შინაგანი მოტივაცია აქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მანანა თავართქილაძე, ბათუმის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ჩემთვის ძალიან მისასალმებელი პროექტია. მოსწავლეები მასში აქტიურად მონაწილეობენ, რაც პედაგოგებსაც გვსიამოვნებს. ჩვენ წლებია, რაც ამ პროექტთან ვთანამშრომლობთ. ჩემი აზრით, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა ბავშვებს ბერ რამეში ეხმარება. ისინი მობილიზებულები არიან, ახლა ინფორმაციას იძენენ და თავიანთ ცოდნას ამოწმებენ. რაც შეეხება უშუალოდ ტესტირებას, ჩემი მოსწავლეები ონლაინაც წარმატებით მონაწილეობენ და ეს ფაქტორი არავითარ დაბრკოლებას არ უქმნით.

ნანა ჩარექიშვილი, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ დირექტორი:

ჩვენ მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. წინასწარ მოგვაწოდეს ინსტრუქცია, როგორ უნდა შესულიყვნენ და გაევლოთ ტესტი. პროცესი წესების სრული დაცვით, მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. მოსწავლეებს გადალაპარაკებისა და კარნახის საშუალება არ ჰქონიათ, ისინი ინდივიდუალურად მუშაობდნენ. ტესტირების დასრულების შემდეგ მესაუბრებოდნენ რა იყო მათთვის საინტერესო და როგორ ჩაიარა. თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ და ტესტებს განიხილავდნენ. მე მივესალმები მსგავსი აქტივობის ჩატარებას და მიხარია, რომ წელს ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. მე, როგორც ფილიალის ხელმძღვანელი, მზადყოფნას ვაცხადებ, რომ ყოველთვის მხარი დავუჭირო მსგავს აქტივობებს. ვთვლი, რომ ჩემს მოსწავლეებთან ერთად, ძალიან კარგ საქმეში მივიღე მონაწილეობა.

მერაბ ხარჩილავა, ბათუმის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ტესტირების პროცესი ობიექტურად წარმართულიყო. ჩვენი მოსწავლეები მეორე ეტაპზეც გადავიდნენ. მათი ემოციები დადებითი იყო. ზოგადად,დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. „ეტალონი“ მოსწავლეთა ცოდნის გამოსავლენად ნამდვილად საჭირო და საინტერესო პროექტია. ამით მიღებული განათლება და ცოდნა ნათლად ჩანს. ჩემი სკოლა „ეტალონში“ გასულ წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა.


ასევე იხილეთ:

ქალაქ ბათუმის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ბათუმელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
რა შემთხვევაში დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხა და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადებას - ყველა დეტალი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
რომელი საგნის ჩაბარების მსურველთათვის შეიცვალა წესები - იტალიურის მასწავლებლები ტესტირებას სხვა  პედაგოგებთან ერთად გაივლიან
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
გურამ მარკოიძე პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული
ღონისძიების ორგანიზატორი, სცენარისტი და რეჟისორი, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ანა გოგავა გახლდათ
საინტერესო
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
საზოგადოება