სიახლეები
ეტალონი

„წლებია, „ეტალონი“ მოწოდების სიმაღლეზეა და ბავშვებისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებს“ - საგარეჯოს ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა
07-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

3 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ საგარეჯოს დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „საგარეჯოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ნუგზარ ჭანტურიას სახელობის საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ, გიგი ივანელაშვილმა მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილები კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურისა და პატარა ჩაილურის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა - ქეთი დურგლიშვილმა და ნინო ბერიძემ დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა საგარეჯოელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერი, მერიის კულტურის განათლების, სპორტის ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, სკოლის დირექტორი და პედაგოგი საუბრობენ.

ავთანდილ გულიკაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი: 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია. პირადად მე ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ. თითოეული მოსწავლე სიხარულით იყო პროექტში ჩართული. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ძალიან დადებითად შევაფასებდი და თანამშრომლობას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ. გამარჯვებულ, გიგი ივანელაშვილს კი ვულოცავ ამ წარმატებას და სიხარულს, ბედნიერებას ვუსურვებ. მრავალი ასეთი გამარჯვება მოეპოვებინოს.

არჩილ ჯაბადარი, მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:

გიგი ივანელაშვილი შესანიშნავი ახალგაზრდაა და ამ დიდ წარმატებას გულითადად ვულოცავ. „ეტალონში“ მიღწეული გამარჯვება და მით უმეტეს „საგარეჯოს ეტალონი მოსწავლეობა“ მას, როგორც ოლიმპიური ჩემპიონობა მთელი ცხოვრება გაჰყვება. „ეტალონში“ გამარჯვება მხოლოდ ერთხელ შეიძლება და ამ ტიტულში ვერავინ შეგეცილება. მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მიზანია და ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ სწორედ ამას ემსახურება, აქედან გამომდინარე პროექტს ჩვენ მხარს ვუჭერთ. საგარეჯოს და სრულიად საქართველოს განათლებული თაობა სჭირდება, რათა ქვეყნის აღმშენებლობა გაგრძელდეს. იმედია, მოვა დრო და ეტალონი პირდაპირ რეჟიმს დაუბრუნდება და როგორც პროექტის ბევრ წარმატებას, ისე ჩვენი მოსწავლეების წინსვლას ვიხილავთ.

მანანა ცუცქირიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მართლაც არაჩვეულებრივი პროექტია, რადგან ბავშვების ინტელექტს მეტად აძლიერებს. მოსწავლეთა მოტივაციაც უფრო მაღლდება. არაფორმალური განათლება ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეები ბევრ საჭირო უნარ-ჩვევებს სწავლობენ. საერთოდ, „ეტალონი“ რაც არსებობს პირადად ჩემგან მას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. არაჩვეულებრივი პროექტია დახვეწილი შეკითხვებით; მოსწავლეთა შესაძლებლობებზეა მორგებული და ძალიან ობიექტური შემფასებლები ჰყავს. გიგი ივანელაშვილის გამარჯვებამ ყველა ძალიან გაგვახარა. წარმატებებს ვუსურვებ და ვისურვებდი, ჩემპიონატი სატელევიზიო სივრცეს დაუბრუნდეს, იმდენად პოპულარული პროექტია. მოსწავლეთა ინტელექტის ამაღლებისათვის ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტია.  

ეთერ ქვრივიშვილი, ნუგზარ ჭანტურიას სახელობის საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

გიგის გამარჯვება, მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, რადგან ძალიან ჭკვიანი, ერუდირებული და წარმატებული მოსწავლეა. ჩვენი სკოლა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველ წელს მონაწილეობს, თუმცა აქამდე გამარჯვებული არ გვყოლია. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებისთვის მოტივაციის მიმცემია, რათა ცოტა მეტი წაიკითხონ და გაიგონ. ყოველთვის მივესალმები „ეტალონის“ ნებისმიერ წამოწყებას, რადგან ჩვენი ბავშვებისთვის ბევრს აკეთებს.

ეთერ ჩავლეშვილი, ნუგზარ ჭანტურიას სახელობის საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. ყოველთვის, როდესაც მოსწავლეების ჩემპიონატში მონაწილეობის საკითხი დგება აქტიურობა მაღალია. ბევრი პროექტი დაუწყიათ სხვებს, თუმცა მინელებულა და გაჩერებულა, მაგრამ „ეტალონი“ რჩება; წლებია „ეტალონი“ შემართულად, მოწოდების სიმაღლეზეა და ბავშვებისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებს. გიგი ივანელაშვილი კი სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა. ძალიან თავმდაბალი, მოკრძალებული და საუკეთესოა საუკეთესოებს შორის. მისი წარმატებით გაკვირვებულები ნამდვილად არ დავრჩით და მისი წინსვლა ყველას ძალიან გაგვიხარდა.

გიგი ივანელაშვილი, „საგარეჯოს ეტალონი მოსწავლე“ - ნუგზარ ჭანტურიას სახელობის საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ პირველად ვმონაწილეობდი. მოულოდნელად შევიტყვე, რომ პირველი ეტაპი ტარდებოდა და მოუმზადებლად გავედი. I ეტაპი, როდესაც მორჩა და გავიგე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მხოლოდ ერთი გამარჯვებული იქნებოდა, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან ბევრი ბავშვი მონაწილეობდა და მეგონა, შანსი არ მქონდა. უბრალოდ მინდოდა, ცოტა მაღალი ქულა ამეღო, რათა მასწავლებლები და მეგობრები გამეხარებინა. ჩემს თანატოლებს ყველას ვურჩევ „ეტალონში“ მონაწილეობა მიიღონ, რადგან ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ. საკუთარი თავისა და ცოდნის შესახებ ბევრად მეტს შეიტყობენ.

ლია როსტიაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ბავშვების ცოდნის გაღრმავებას, სხვადასხვა საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს. ქეთის რაც შეეხება კი, იგი ძალიან კარგი, ნიჭიერი, კეთილშობილი და მოწესრიგებული ადამიანი, მოსწავლეა. მისი ასეთი დიდი წარმატება ძალიან გამიხარდა და მთელი სკოლისთვის საამაყოა.

გიული ბადუაშვილი, დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის პედაგოგი:

ქეთი დურგლიშვილი ძალიან ბეჯითი მოსწავლეა და ყველა წარმატებას მეცადინეობით აღწევს. ძალიან პასუხისმგებლიანი ბავშვია. ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყველა მოსწავლე უნდა ჩაერთოს, რათა უფრო განვითარდნენ და მომავალშიც წარმატებულები იყვნენ.

ქეთი დურგლიშვილი, მეორე ადგილის მფლობელი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე: 

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მესამედ ვმონაწილეობდი. მეორე ადგილის დაკავება მართლაც, რომ მარტივი არ არის. სანამ ტესტების გაკეთებას დავიწყებდი ვნერვიულობდი, თუმცა, როდესაც 80 ქულა დაეწერა საბოლოოდ, ძალიან გამიხარდა. მეორე ადგილზე გასვლას არ ველოდი, რადგან მეგონა სხვები უფრო მაღალ შეფასებას მიიღებდნენ. სიტყვებით გადმოცემა იმ ემოციების, რაც დამეუფლა ძალიან რთულია. ჩემს თანატოლებს ყველას ვურჩევ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობას, რადგან ძალიან დიდ გამოცდილებას იღებ, სწავლობ დროში სწორად ჩატევას და ასევე, სწრაფად აზროვნებას.

მარინა კოჭლამაზაშვილი, პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე:

ნინო საუკეთესო მოსწავლეა. ბავშვობიდან ძალიან მოტივირებული და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულია. მეათე კლასს ათებით ამთავრებს და ასე თუ განაგრძო სწავლა ვფიქრობ, მედლის კანდიდატიც იქნება. იგი ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულია. ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მით უმეტეს, პანდემიის გამო ფაქტიურად რამდენიმე წელია ჩაკეტილები ვიყავით და ის, რომ დისტანციურ რეჟიმში ჩემპიონატი კვლავ გრძელდებოდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბავშვებს სტიმულს უქმნიდა და აჩვენებდა, რომ წარმატების მიღწევა სახლიდანაც შეიძლებოდა. ბავშვები პროექტის ფარგლებში საკუთარ ცოდნას უყრიან თავს და წარმატების მიღწევას ბავშვობიდან ეჩვევიან.

ნინო ვარაზაშვილი, პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის პედაგოგი:

ნინო ძალიან გამორჩეული მოსწავლეა თავისი ნიჭიერებით, ღირსებითა და წიგნიერებით. მეტად სიტყვა უხვია და ყოველთვის სასიამოვნოდ საუბრობს. ჩემი მოსწავლეებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. თავად მერვეკლასელებმა თქვეს, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს. სასკოლო საზოგადოებაც კმაყოფილები ვართ და ვფიქრობ, „ეტალონის“ საშუალებით მოსწავლეები ცოდნას ივითარებენ და მეტ გამოცდილებას იძენენ.

ნინო ბერიძე, მესამე ადგილის მფლობელი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მერვე კლასიდან ვმონაწილეობ და პირველივე წელს მეორე ადგილი ავიღე. ამ პროექტმა და ბატონმა, გოჩა ტყეშელაშვილმა ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ სურვილი გამიღრმავდა, კიდევ ბევრჯერ მიმეღო მონაწილეობა და უფრო წინ წავსულიყავი. ზოგადად, ძალიან ბევრს ვკითხულობ, როგორც მხატვრულ ლიტერატურას ისე, მეცნიერულ ნაშრომებს და ზოგადმა ცოდნამაც ჩემი შედეგის მიღწევაში დიდი გავლენა იქონია. პირველ ათეულში მოხვედრა ჩემთვის უცხო არ იყო, მაგრამ ფაქტმა ჩემში ისევ და ისევ აღფრთოვანება დაბადა. ეს პროექტი და ძალიან მიყვარს და თავად, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ჩემს პიროვნებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდეს. ყველა ჩემს თანატოლს ვურჩევ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობა მიიღონ იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოსწავლეებისთვის საუკეთესო პროექტია, რათა თავიანთი უნარ-ჩვევები და ზოგადი ცოდნა გამოავლინონ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„ყველა საგანი უკავშირდება სხვა რომელიმე სფეროს და ინტეგრირება ხდება სხვადასხვა საგანთან“
 
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება