სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგის ახალ პროექტი სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის
03-06-2022
-
+


2 ივნისს, 15.00 საათზე, ორგანიზაცია „ჰეი“ ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმრთა. ღონისძიებას ისრაელის ელჩი რან გიდორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მასწავლებლები და სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები დაესწრნენ.

საზეიმო ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა და მისი მიზანია საზოგადოებას გააცნოს ის შესაძლებლობები და მიდგომები, რომელსაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულმა პედაგოგმა ხათუნა რაზმაძემ თანამოაზრეებთან და შშმ ბავშვების მშობლებთან ერთად დანერგა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა საჩვენებელი გაკვეთილი.

ცენტრი „ჰეი“ ხათუნა რაზმაძის მიერ რამოდენიმე თვის წინ დაარსდა. კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლისთვის  გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ გამოყოფილი საპრიზო თანხა სტარტი აღმოჩნდა აესრულებინა ოცნება, სმენის დარღვევის ბავშვებისთვის და არაფორმალური განათლების ისეთი სივრცე შეექმნა, სადაც ბავშვები და მოზარდები ზოგად განათლების მიღებასთან ერთად შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, განსხვავებულ უნარების დაეუფლებასა და ახალ საქმიანობის შესწავლას.

დღეს ცენტრი „ჰეა“ მთლიანად შშმ ბავშვების ინტერესებზეა მორგებული და მასში 24 სხვადასხვა ასაკის მოსწავლე იღებს არაფორმალურ განათლებას. მოსწავლეებისთვის ტარდება სხვადასხვა სახალისო გაკვეთილები. ისინი სწავლობენ ფოტოგრაფიას, ხელსაქმეს, ატარებენ  გამოფენებს, ღია გაკვეთილებს და მონაწილეობენ სხვადასხვა ტიპის შემეცნებით აქტივობებში.

ცენტრის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„მასწავლებლები ხელფასების მომატებასა და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

დიპლომები ახალგაზრდებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება