სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვინ ისწავლის ციფრულ უნივერსიტეტში - გადაწყვეტილება მიღებულია
03-06-2022
-
+


პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება. პროექტის რეალიზაციის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოაწერეს ხელი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტ ციფრული უნივერსიტეტის მნიშვნელობას და იუსტიციის სამინისტროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა:

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, ბატონ რატი ბრეგაძესთან ერთად, ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის ციფრული უნივერსიტეტის შექმნას ითვალისწინებს.

ციფრული უნივერსიტეტის მიზანია მსჯავრდებულთათვის პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფნის დროს ხარისხიანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფა. სწავლების ელექტრონული მეთოდის დანერგვის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა საჭირო ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში მეცნიერების პოპულარიზაციისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდება ლექციები და სამეცნიერო დისკუსიები. პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც ექნებათ ხელმისაწვდომობა.
ჩემთვის, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლაზე ხელმისაწვდომობა განათლების მიღების ყველა მსურველს ჰქონდეს. ამ მიმართულებით კი ჩვენ განსაკუთრებით უნდა შევუწყოთ ხელი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს.

ციფრული უნივერსიტეტი კი მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას მისცემს, რაც მომავალში მათ რესოციალიზაციასა და რეინტეგრაციაში დაეხმარება."
იუსტიციის მინისტრმა წარმატება უსურვა მომავალ სტუდენტებს და მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს ციფრული უნივერსიტეტის პროექტში აქტიური ჩართულობისათვის.
რატი ბრეგაძემ მიხეილ ჩხენკელს N5 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ფეხბურთის მოედანი და სილამაზის სალონი დაათვალიერებინა.

ციფრული უნივერსიტეტი იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი შესრულებული დაპირება და უწყების განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის ნაწილია. პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს საშუალებას მისცემს, ელექტრონულად მიიღონ განათლება საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე.

პენიტენციურ დაწესებულებებში ელექტრონული სწავლების მეთოდის დანერგვა და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა მსჯავრდებულთა განათლების უფლების რეალიზაციისა და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება