| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ღია კარის დღეების ფორმატის ფარგლებში მარნეულში, გარდაბანსა და რუსთავში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრებზე ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და 2022 წლის მასწავლებლის გამოცდებში მონაწილეების კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე და ცენტრის თანამშრომლები პასუხობდნენ.
საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ტესტების შინაარსობრივ საკითხებს, ასევე საგამოცდო წესებსა და პროცედურებს. 2022 წლის გამოცდებში მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გამოცდებისათვის მომზადებისა და უშუალოდ გამოცდის მიმდინარეობისას გასათვალისწინებელ საკითხებზე.
ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებითაც, ასევე აზერბაიჯანული და სომხური ენების გამოცდების შესახებ, რომლებიც წელს პირველად ტარდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გამართავს.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება